https://sputnik-georgia.com/20241022/iusticiis-saxlshi-qartuli-samartlis-hologramuli-muzeumi-gaixsna-290477200.html
თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა
თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა
Sputnik საქართველო
მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები 22.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-22T17:00+0400
2024-10-22T17:00+0400
2024-10-22T17:00+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/16/290470477_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_58d72c7817197a8e394dec99d5170fbb.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის პირველი ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით გააცნობს.იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ძალიან მალე მუზეუმი კარს გაუღებს სტუდენტებს, ტურისტებს და საქართველოს სამართლის ისტორიით დაინტერესებულ ყველა პირს.გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები - ისტორიული ფიგურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში, უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, ყოველივე ის, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას.სამართლის მუზეუმის გახსნის ცერემონიას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/16/290470477_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_8656267a81ef3ee2f4d6474f9a287a81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა
მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის პირველი ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით გააცნობს.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ძალიან მალე მუზეუმი კარს გაუღებს სტუდენტებს, ტურისტებს და საქართველოს სამართლის ისტორიით დაინტერესებულ ყველა პირს.
„ჩვენ შევასრულეთ კიდევ ერთი დაპირება და გავხსენით ქართული სამართლის უნიკალური ინოვაციური ჰოლოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს ქართული სამართლის ისტორიას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები - ისტორიული ფიგურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში, უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, ყოველივე ის, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას.
სამართლის მუზეუმის გახსნის ცერემონიას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.