არჩევნები-2024: ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაცია დასრულდა
© Courtesy of CEC of GeorgiaЦИК Грузии обучает избирателей голосовать по новым технологиям
© Courtesy of CEC of Georgia
გამოწერა
ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია დასრულდა, არჩევნებს 102 ორგანიზაცია დააკვირდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობით რეკორდი დაფიქსირდა 2020 წელს, როდესაც რეგისტრაცია 120-მა ორგანიზაციამ გაიარა. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს 91 ორგანიზაცია აკვირდებოდა, 2012 წელს – 50, ხოლო 2008 წელს – 33.
ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირაცია გაიარა შემდეგმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა:
1.
„სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“2.
„სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის"3.
„რეგიონული განვითარებისა და დახმარების ცენტრი"4.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"5.
„საქართველოს პროფესიული განათლების მუშაკთა და კვალიფიციური კადრებისა და სტუდენტების მომზადების პროფკავშირი“6.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"7.
„თავისუფალი ხმა"8.
მოძრაობა „სირცხვილი"9.
„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება"10.
„ღია სივრცე კავკასია"11.
„საქართველოს მომავლის აკადემია"12.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"13.
„მიშგოვ ლარდა"14.
„საარჩევნო ლაბორატორია"15.
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია"16.
„მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება"17.
„საქართველოს ევროპული ორბიტა"18.
„ერთიანობის კავშირი - სამოქალაქო საზოგადოება მრავალეროვნული საქართველო"19.
„დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი"20.
„მედიის და უფლებების დაცვის ცენტრი"21.
„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა"22.
„12 სართული ევროკავშირისთვის"23.
„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი"24.
„პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“25.
„განათლების პროფესიული კავშირი"26.
„ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის"27.
„ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921"28.
„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის"29.
„ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის"30.
„დემოკრატიული ინიციატივების ცენტრი"31.
„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“32.
„დემოკრატიის დაცვის შტაბი"33.
„საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება"34.
„სამოქალაქო იდეა - სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ევროატლანტიკური არჩევანისთვის“35.
„საჯარო უწყებებისა საზოგადოებრივი მონიტორინგი და მუნიციპალური აქტივობა“36.
„საქართველოს განვითარების ფონდი - ქადაგი"37.
„საქართველო-დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება“38.
„თავისუფლების ინსტიტუტი“39.
„ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“40.
„ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის“41.
„პრევენცია პროგრესისთვის“42.
„დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა“43.
„სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“44.
„საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“45.
„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“46.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“47.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“48.
„საზოგადოებრივი დამცველი“49.
„დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია - თავისუფალი პრესა“50.
„ახალი სიტყვა"51.
„სამოქალაქო ერთობა“52.
„საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი“53.
„ახალგაზრდა უფლება დამცველთა ასოციაცია“54.
„უფლებადამცველთა ასოციაცია“55.
„ევროპული ცვლილება“56.
„ნეო ტვ“57.
„კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი“58.
„საქართველოს ერთიან ახალგაზრდთა კავშირი“59.
„საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“60.
„ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი“61.
„საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის“62.
„სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი“63.
„კრიტიკული მოქალაქე“64.
„ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“65.
„საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“66.
„ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბი“67.
„ასოციაცია თავისუფალი თაობა“68.
„ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება“69.
„დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი“70.
„ქართული ორდენი“71.
„ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“72.
„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის”73.
„ალტერნატივა ნჯო”74.
„ემიგრანტთა სახლი"75.
„მომავლის ნათება”76.
„ეი პი ემ ჯორჯია”77.
„სოციალური გარემო”78.
„მეწარმე ქალთა ასოციაცია”79.
„მე დავბრუნდები”80.
„მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა”81.
„თავისუფლების ფონდი”82.
„საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება”83.
„საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია”84.
„დემოკრატიული მართვის ცენტრი”85.
„საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე”86.
„ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი”87.
„ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები”88.
„დაცული და ინფორმირებული საზოგადოება”89.
„კანონის უზენაესობის ცენტრი”90.
„დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები”91.
„ქართული ენის დაცვის ცენტრი”92.
„თავისუფალი საქართველოს ქალთა ორგანიზაცია”93.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი”94.
„თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი”95.
„სამართლიანობა და განვითარება”96.
„ახალი თაობა უკეთესი მომავლისთვის”97.
„საჯარო მმართველობის განვითარების ფონდი”98.
„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი”99.
„ქალი და განვითარება”100.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”101.
„წინ-სვლა”102.
„პლატფორმა სალამ”განაცხადების შევსების და გადამოწმების შემდეგ, საქართველოს ცესკო თავის გვერდზე გამოაქვეყნებს დამკვირვებელთა რაოდენობას თითოეული ორგანიზაციიდან. ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.