უახლოეს დღეებში საქართველოში დათბება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2024
გამოწერა
მიმდინარე კვირაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 20 გრადუსი იქნება
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 22 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 22-24 ოქტომბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი პლუს 4-6 გრადუსია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-18 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-20 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-15 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 5-10 გრადუსია მოსალოდნელი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-18 გრადუსამდე მოიმატებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-15 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 5-10 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0