თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ე.წ. მალაკნების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, იუწყება „მთავარი არხი“.
შემთხვევა ჩიტაიასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე გუშინ, საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერ ავტომანქანით დაეჯახნენ, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოსულმა პირმა ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ ესროლა. მომხდარის შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ვალი იყო. ინციდენტში ათამდე პირი მონაწილეობდა.
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0