ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2024
გამოწერა
დეკლარაცია ივსება ონლაინ რეჟიმში საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 1-ელ ნოემბამდე უნდა წარადგინონ, ხოლო ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს.
უწყების ცნობით, დეკლარაცია ივსება ონლაინ რეჟიმში საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწის არსებობის შემთხვევაში პირმა მისი ფართობი და მისამართი უნდა მიუთითოს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის შემთხვევაში ფართობის ჰექტარის მითითებაა საჭირო. არასასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში კი კვადრატული მეტრობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ ითვლება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილიშვილები, ძმები, დები, რომლებიც ცხოვრობენ დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთად.
შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან.
პირმა ქონების გადასახადის თანხა, რომელსაც სისტემა ავტომატურად დაითვლის, 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადოს.
ყველა ახალი ამბავი
0