https://sputnik-georgia.com/20241021/maia-sandu-arcevnebi-moldovasi-290460068.html
სანდუ: მოლდოველი ამომრჩევლების ნაწილი მოსყიდული იყო
სანდუ: მოლდოველი ამომრჩევლების ნაწილი მოსყიდული იყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მოლდოვაში 150 ათასი ამომრჩეველი მოისყიდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმის მიზნით, იუსტიციის სისტემამ კი ვერ შეძლო ამის... 21.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-21T18:27+0400
2024-10-21T18:27+0400
2024-10-21T18:27+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მოლდოვა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1f/278155940_762:214:3072:1513_1920x0_80_0_0_0e45193b53761e9a63ae75c84f056f3e.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მოლდოვაში 150 ათასი ამომრჩეველი მოისყიდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმის მიზნით, იუსტიციის სისტემამ კი ვერ შეძლო ამის თავიდან აცილება, განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.ჟურნალისტების პირდაპირ კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა ის რუსეთს არჩევნებში ჩარევაში, სანდუმ თქვა, რომ საუბარია „კრიმინალურ ჯგუფებზე“.მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 ოქტომბერს გაიმართა. პროტოკოლების 99,41%-ის დამუშავების შედეგებით ლიდერობს სახელმწიფოს მოქმედი მეთაური მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს - მას ხმების 42,31% აქვს. მეორე ადგილზეა მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, წარმოშობით გაგაუზიელი ალექსანდრ სტოიანოგლო 26,07%-ით. ეს ორივე კანდიდატი მეორე ტურში გადადის, რომელიც 3 ნოემბერს არის დაგეგმილი. სანდუ ევროკავშირისა და დასავლეთისკენ ორიენტაციის მომხრეა, ოპოზიცია მას რუსეთთან კავშირების გაწყვეტასა და ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. სტოიანოგლო თვლის, რომ მოლდოვას ურთიერთობამ ევროკავშირთან არ უნდა დააზარალოს ტრადიციული პარტნიორობა რუსეთთან და მთლიანად დსთ-სთან.
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1f/278155940_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_b0e7e006647a0df46ad2f8fe855aeaa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მოლდოვა, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მოლდოვა, პოლიტიკა
სანდუ: მოლდოველი ამომრჩევლების ნაწილი მოსყიდული იყო
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მოლდოვაში 150 ათასი ამომრჩეველი მოისყიდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმის მიზნით, იუსტიციის სისტემამ კი ვერ შეძლო ამის თავიდან აცილება, განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.
„ჩვენი ხალხის მტრებს სურთ მოლდოვის დაყოფა, ბანდიტებს, რომლებსაც ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, დემოკრატიას სუსტ წერტილად იყენებენ. მათი მიზანი იყო 300 ათასი ხმის ყიდვა. ის ფაქტი, რომ 150 ათას ადამიანს გადაუხადეს ხმის სანაცვლოდ, აჩვენებს, რომ ჩვენს სუვერენიტეტზე ამ თავდასხმიდან შეცდომები უნდა შევისწავლოთ. იუსტიციის სისტემამ ვერ შეძლო საკმარისის გაკეთება ხმების ქურდობასა და მოსყიდვასთან წინააღმდეგ საბრძოლველად“, — თქვა სანდუმ ბრიფინგზე.
ჟურნალისტების პირდაპირ კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა ის რუსეთს არჩევნებში ჩარევაში, სანდუმ თქვა, რომ საუბარია „კრიმინალურ ჯგუფებზე“.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 ოქტომბერს გაიმართა. პროტოკოლების 99,41%-ის დამუშავების შედეგებით ლიდერობს სახელმწიფოს მოქმედი მეთაური მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს - მას ხმების 42,31% აქვს. მეორე ადგილზეა მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, წარმოშობით გაგაუზიელი ალექსანდრ სტოიანოგლო 26,07%-ით.
ეს ორივე კანდიდატი მეორე ტურში გადადის, რომელიც 3 ნოემბერს არის დაგეგმილი. სანდუ ევროკავშირისა და დასავლეთისკენ ორიენტაციის მომხრეა, ოპოზიცია მას რუსეთთან კავშირების გაწყვეტასა და ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. სტოიანოგლო თვლის, რომ მოლდოვას ურთიერთობამ ევროკავშირთან არ უნდა დააზარალოს ტრადიციული პარტნიორობა რუსეთთან და მთლიანად დსთ-სთან.