პრემიერი: 2028 წლისთვის ტურიზმიდან შემოსავლები 6,5 მლრდ ლარს გადააჭარბებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2024
გამოწერა
12 წელიწადში სასტუმროების რაოდენობა სამჯერ, სასტუმრო ადგილების რაოდენობა კი 4,5-ჯერ არის გაზრდილი.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ოთხ წელში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონს მიაღწევს, შემოსავალი კი 6,5 მილიარდამდე გაიზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ მიიღო დაახლოებით 5,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, მათგან 4 მილიონი ტურისტი იყო.

„2028 წლისთვის ტურისტების რაოდენობა 11 მილიონს მიაღწევს, ტურიზმიდან შემოსავლები კი 6,5 მილიარდამდე გაიზრდება. ეს დამატებით მხარდაჭერას მოითხოვს და, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ეს მხარდაჭერა გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ კახეთში სასტუმრო „ბოდბის" გახსნაზე.

პრემიერის თქმით, 2012 წელს საქართველოში 800-ზე ნაკლები სასტუმრო იყო და უკვე წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 2,4 ათასს შეადგენს. 12 წელიწადში სასტუმროების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, სასტუმრო ადგილების რაოდენობა კი 4,5-ჯერ არის გაზრდილი.
„სასტუმროებში ადგილების რაოდენობა 23 ათასიდან 108 ათასამდე გაიზარდა", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება.
„ამ კუთხით ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციებზე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენ ვუსწრებთ ყველა ევროპულ ქვეყანას და ამ ტემპის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ქვეყანაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესგარემოს შენარჩუნებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით, 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.
ყველა ახალი ამბავი
0