https://sputnik-georgia.com/20241021/arasando-adamiani-politikashi-bochorishvili-zurabishvilze-290459459.html
არასანდო ადამიანი პოლიტიკაში: დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტზე
არასანდო ადამიანი პოლიტიკაში: დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტზე
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს მის „ქართულ ქარტიას“ 21.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-21T19:00+0400
2024-10-21T19:00+0400
2024-10-21T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_0:64:3298:1920_1920x0_80_0_0_bc28b84b7a6fb1c6db2e95cec7e12bdd.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია, რადგან იგი არასანდო პიროვნებაა როგორც პოლიტიკაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.ზურაბიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს მის „ქართულ ქარტიას“ და დოკუმენტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას. თუმცა, ამ განცხადების საპასუხოდ, ევროკავშირის დელეგაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს სხვა შინაარსის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირი არ უჭერს მხარს არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, მაგრამ მზადაა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობასთან“. დეპუტატის თქმით, მეორე საკითხია თავად რა წერია ამ განმარტებაში და რა განმარტება გაკეთდა ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან. „რა თქმა უნდა, იმას არავინ აღიარებს და არავინ იტყვის, რომ ასე ღიად ხდება საქართველოს არჩევნებში ჩართულობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპელი დეპუტატები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.რაც შეეხება „ქართულ ქარტიას“, ზურაბიშვილმა იგი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარადგინა. ქარტიას ხელი მოაწერეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებზე ოთხი კოალიციის შემადგენლობაში მიდიან.ქარტიის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კომპლექსური რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომელიც ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიზეზად „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა დაასახელა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_51:0:2611:1920_1920x0_80_0_0_9a0e5a362c08982aaaa6f52dca9f2186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
არასანდო ადამიანი პოლიტიკაში: დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტზე
ზურაბიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს მის „ქართულ ქარტიას“
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია, რადგან იგი არასანდო პიროვნებაა როგორც პოლიტიკაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ზურაბიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს მის „ქართულ ქარტიას“ და დოკუმენტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას. თუმცა, ამ განცხადების საპასუხოდ, ევროკავშირის დელეგაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს სხვა შინაარსის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირი არ უჭერს მხარს არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, მაგრამ მზადაა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობასთან“.
„სალომე ზურაბიშვილი არასანდო ადამიანია როგორც პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში. ის პირადი საუბარი, რაც შეიძლება მართლაც შედგა ევროკავშირის ელჩთან, მან სააშკარაოზე გამოიტანა და ევროკავშირის მისიას საქართველოში განმარტების გაკეთება მოუწია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატის თქმით, მეორე საკითხია თავად რა წერია ამ განმარტებაში და რა განმარტება გაკეთდა ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან.
„რა თქმა უნდა, იმას არავინ აღიარებს და არავინ იტყვის, რომ ასე ღიად ხდება საქართველოს არჩევნებში ჩართულობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპელი დეპუტატები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
რაც შეეხება „ქართულ ქარტიას“, ზურაბიშვილმა იგი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარადგინა. ქარტიას ხელი მოაწერეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებზე ოთხი კოალიციის შემადგენლობაში მიდიან.
ქარტიის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კომპლექსური რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომელიც ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიზეზად „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა დაასახელა.