არც პასპორტი, არც პირადობის მოწმობა - თითქმის 200 ათასი მოქალაქე საბუთების გარეშე ცხოვრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliპასპორტი
პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2024
გამოწერა
საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ძველი ტიპის პირადობის მოწმობები გაუქმდა.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199.109 სრულწლოვანი მოქალაქე პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე ცხოვრობს, ნათქვამია სადეპუტატო შეკითხვის პასუხად საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
პასპორტი ან პირადობის მოწმობა საქართველოში მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი მთავარი დოკუმენტია. ერთ-ერთი ამ დოკუმენტის გარეშე შეუძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება, იუსტიციის სახლში ნებისმიერი მომსახურების მიღება, მათ შორის, უძრავი ქონების საკითხების მოგვარება, ბავშვის დაბადების ან ქორწინების რეგისტრაცია.
ამასთან, უწყების ცნობით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, პირადობის მოწმობა აქვს ქვეყნის 3.203,702 სრულწლოვან მოქალაქეს, პასპორტი კი 293,863 მოქალაქეს.
საქართველოში პირადობის მოწმობები ორი სახეობისაა: ახალი ტიპის პირადობის მოწმობა - ID-ბარათი და ძველი ტიპის მოწმობა - ჩიპისა და ელექტრონული ფოტოსურათის გარეშე. სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოქმედი ძველი ტიპის პირადობის მოწმობა ქვეყნის 394 სრულწლოვან მოქალაქეს ჰქონდა.
საქართველოს მოქალაქეები პირველ პირადობის მოწმობას 14 წლის ასაკში იღებენ. ID-ბარათით შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, დისტანციურად პირის იდენტიფიცირება. გარდა ამისა, ის ციფრული ხელმოწერის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ელექტრონულ დოკუმენტებზე, რომლებსაც იურიდიული ძალა აქვს საქართველოში, გარდა ამისა, შესაძლებელს ხდის თურქეთსა და სომხეთში, ასევე უკრაინაში თვითმფრინავით ვიზიტისას დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე გამგზავრებას.
ყველა მოწმობას, რომლებიც მოქალაქეებმა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებმა მიიღეს ახალი ტიპის პირადობის მოწმობების (ID-ბარათის) გაცემის დაწყებამდე, 2011 წლის 28 ივლისამდე, მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუუქმდა.
2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწმობების მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები გაიცემა, თუ მოქალაქე, რომელიც საკუთარი შეხედულებების გამო უარს ამბობს ID-ბარათზე, წარადგენს ქრისტიანული რელიგიის მიმდევრობის დამადასტურებულ დოკუმენტს.
ყველა ახალი ამბავი
0