https://sputnik-georgia.com/20241020/saqartvelo-amerikul-pilms-gadaigeben-290433392.html
საქართველოში ამერიკულ ფილმს გადაიღებენ
საქართველოში ამერიკულ ფილმს გადაიღებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში დაგეგმილი გადაღებები, სხვადასხვა ლოკაციაზე, 36 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 20.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-20T13:49+0400
2024-10-20T13:49+0400
2024-10-20T13:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/00/246510047_0:159:2992:1842_1920x0_80_0_0_aba0797aeaf04c911e593392cd3c9b5a.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება იგეგმება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის გადასაღებად დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც 21-22 ოქტომბერს სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან.უწყების ცნობით, ამერიკულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე ჰოლივუდის მსახიობები, რეჟისორი და კინოოპერატორი მუშაობენ - საქართველოში დაგეგმილი გადაღებები, სხვადასხვა ლოკაციაზე, 36 დღის განმავლობაში გაგრძელდება.პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს.ფილმის გადაღებების ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე.პროგრამას „გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეული პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთი გახმაურებული პროექტია - ბლოკბასტერი „ფორსაჟი-9“, რომელმაც ქვეყნის ხაზინას 32 მლნ ლარი შემატა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/00/246510047_163:0:2830:2000_1920x0_80_0_0_3e5aa031b24df4e9c7ea524d6ae00d38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები, აშშ
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები, აშშ
საქართველოში ამერიკულ ფილმს გადაიღებენ
საქართველოში დაგეგმილი გადაღებები, სხვადასხვა ლოკაციაზე, 36 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება იგეგმება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის გადასაღებად დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც 21-22 ოქტომბერს სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან.
უწყების ცნობით, ამერიკულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე ჰოლივუდის მსახიობები, რეჟისორი და კინოოპერატორი მუშაობენ - საქართველოში დაგეგმილი გადაღებები, სხვადასხვა ლოკაციაზე, 36 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს.
ფილმის გადაღებების ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე.
პროგრამას „გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეული პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთი გახმაურებული პროექტია - ბლოკბასტერი „ფორსაჟი-9“, რომელმაც ქვეყნის ხაზინას 32 მლნ ლარი შემატა.