მიმოხილვა: რუსეთის ჯარების შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2024
გამოწერა
ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსეთის ჯარები დინამიურად ავითარებენ წარმატებას ფრონტის სამ ნაწილში: გაათავისუფლეს სოფელი ლევადნოე გულიაიპოლის რაიონში, აწარმოებენ ბრძოლებს სოფელ კამენსკოეში ვასილიევსკის რაიონში – ისინი წინ მიიწევენ ზაპოროჟიეს ქალაქის მიმართულებით, წარმატებით ანადგურებენ მტერს ქალაქ ორეხოვსა და სოფელ მალი ტოკმაჩკას სიახლოვეს.

რუსული ჯარების „დნეპრის“ დაჯგუფების ქვედანაყოფებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მარცხი მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვსი ბრიგადის ნაწილებს ზაპოროჟიეს ოლქის კამენსკოეს, ორეხოვის, მალი ტოკმაჩკას რაიონებში. ამასთან, მტერი მძიმე დანაკარგებს განიცდის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კუთხით.

ზაპოროჟიეს მიმართულებაზე , მიუხედავად უკრაინული დანაყოფების ცალკეული კონტრშეტევებისა, ოქტომბრის ორ კვირაში რუსეთის ჯარები საგრძნობლად დაწინაურდნენ, მტერმა უკან დაიხია ორეხოვისა და ვრემევსკის მიმართულებებში. ორშაბათს გაათავისუფლეს ლევადნოე და უკვე საგრძნობლად გააფართოეს კონტროლის ზონა ამ სოფლის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით.

უკრაინის გენერალური შტაბი, რომელმაც მნიშვნელოვანი ძალები და რესურსები მიმართა კურსკის ავანტიურაზე, აღმოჩნდა მოუმზადებელი რუსეთის ჯარების „უეცარი“ შეტევისთვის და ახალი ბრძოლისათვის ზაპოროჟიეს ოლქისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საზღვარზე. მეორეს მხრივ, უგლედარის დაკარგვის შემდეგ, უკანდახეულ მტერს სასწრაფოდ უწევს თავისი საფორტიფიკაციო სტრუქტურების შეცვლა, რათა რუსეთის ჯარების გარღვევა ზაპოროჟიეში დროებით მაინც შეაჩეროს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრები ჟურნალისტებთან აცხადებენ: „ჩვენ გვიტევენ, გვიტევენ, გვიტევენ, ეძებენ სუსტ წერტილებს“, რუსებმა ისწავლეს ფლანგებიდან შემოვლა, ამიტომ ყველა მონაკვეთზე 360 გრადუსით გვიწევს დაცვა. ამასთან, უკრაინელი ანალიტიკოსების გათვლებით, მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში რუსეთის არმიამ გაათავისუფლა, დაახლოებით, 820 კვ.კმ ტერიტორია – 5.5-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად 2023 წლის განმავლობაში.

კატასტროფა მოახლოვდა


რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩქარდება. დასავლელმა სამხედრო ანალიტიკოსებმა უკრაინელები გააფრთხილეს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეტევა მიიტანონ პოკროვსკიდან პავლოდარის მიმართულებით. აქ მდებარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დაჯგუფების მთავარი ლოგისტიკური კვანძი დონბასში.

უკრაინულ ფრონტზე აქამდე დასავლელი „დონორები“ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ქველმოქმედებას არ ეწეოდნენ – იარაღი ხელსაყრელად უტილიზდებოდა და მიწოდებული იყო ვალად. ამის გათვალისწინებით, უკრაინის კოქსირების ქვანახშირის საბადოები, ფოლადის ინდუსტრია და სხვა აქტივები მნიშვნელოვანი იყო. დონბასის სრული გათავისუფლება ავტომატურად გახდის „უკრაინის პროექტს“ დასავლეთისთვის სრულიად უიმედოდ და არაკომერციულად.

ამერიკული ჟურნალი Military Watch აღნიშნავს: „რუსეთის ჯარების დაწინაურებამ დონბასში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკის ნარჩენების გადარჩენისთვის, შესაძლოა, დაასრულოს დასავლელი მოკავშირეების ძალისხმევა… ნატოზე ორიენტირებული კიევის ადმინისტრაციის შესანარჩუნებლად“.გარდა ამისა, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ენერგიის წარმოების სიმძლავრეების 90 პროცენტი განადგურებულია რუსეთის იერიშებით. ამიტომაც დაიწყო შეფერხებები დასავლეთიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე აცხადებს, რომ ალიანსის სტრატეგია უკრაინისთვის გულისხ, რომ მან შეძლოს, ბრძოლა გააგრძელოს. მთავარი კიევის მსახიობი კვლავ მთელ მსოფლიოში ცდილობს გაავრცელოს „გამარჯვების გეგმა“, რომლის საფუძველიც არის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი აშშ-სა და ნატოს შორის რუსეთთან. თუმცა დასავლური დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანდათან იწურება, რუსული „ისკანდერები“ იარაღით სავსე „მარცვლეულის კორიდორს“ ანადგურებენ, და მთლიანობაში, დასავლეთში იზრდება „უკრაინის მიმართ დაღლილობა“.
ბანდერისტებისთვის სანატრელი ამერიკული THAAD სარაკეტო სისტემის და რუსული „კინჟალის“ შეჯახება კიევის თავზე არ შედგება. პენტაგონმა უარი თქვა უკრაინის სიახლოვეს რაიმე სახის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე – ეს ზედმეტად საშიშია. ამასთან, ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები საკმარისი არ არის უახლოესი მოკავშირის – ისრაელისთვის – ირანის, ერაყის, იემენისა და „ჰეზბოლას“ რაკეტებთან პრიორიტეტული ბრძოლისთვის. მოსალოდნელია ჩინეთის სპეცოპერაცია პროდასავლური პროვინცია ტაივანის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, დასავლეთი უკვე ემზადება მომავლისთვის, სადაც უკრაინის მთელი ტერიტორია გადავა რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამაზე უკვე ღიად მსჯელობენ ამერიკისა და ევროპის პოლიტიკოსები და სამხედროები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებ და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0