https://sputnik-georgia.com/20241020/qartvel-msajta-brigada-chempionta-ligis-matchs-gansjis-290434879.html
ისტორიაში პირველად: ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს განსჯის
ისტორიაში პირველად: ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს განსჯის
Sputnik საქართველო
გიორგი ყრუაშვილის ბრიგადას უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე მუშაობის გამოცდილება აქვს 20.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-20T16:16+0400
2024-10-20T16:16+0400
2024-10-20T16:16+0400
საქართველო
სპორტი
უეფა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_68434b44b4f5c849a549e23803490bd5.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. უეფას გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს გრაცის „შტურმსა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება.„შტურმისა“ და „სპორტინგის“ შეხვედრა 22 ოქტომბერს, „ვიორთერზე შტადიონზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც დაეხმარებიან მისი ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, მეოთხე მსაჯი კი გიორგი ავაზაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან.ქართველ მსაჯებს მანამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველები პირველად იმსაჯებენ.გიორგი ყრუაშვილი და მისი ასისტენტები ცოტა ხნის წინ უეფას ერთა ლიგაზე ფინეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშს ემსახურებოდნენ.გიორგი ყრუაშვილი, რომელმაც სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო, ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქარველი მსაჯი გახდა ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელსაც ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა. გიორგი ყრუაშვილმა ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე იმუშავა, მათ შორის უეფას „ევროპა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:0:1424:1068_1920x0_80_0_0_81136a40a71825748d8d5eab4bba646b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, უეფა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, უეფა, საზოგადოება, ახალი ამბები
ისტორიაში პირველად: ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს განსჯის
გიორგი ყრუაშვილის ბრიგადას უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე მუშაობის გამოცდილება აქვს
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. უეფას გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს გრაცის „შტურმსა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება.
„შტურმისა“ და „სპორტინგის“ შეხვედრა 22 ოქტომბერს, „ვიორთერზე შტადიონზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც დაეხმარებიან მისი ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, მეოთხე მსაჯი კი გიორგი ავაზაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან.
ქართველ მსაჯებს მანამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველები პირველად იმსაჯებენ.
გიორგი ყრუაშვილი და მისი ასისტენტები ცოტა ხნის წინ უეფას ერთა ლიგაზე ფინეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშს ემსახურებოდნენ.
გიორგი ყრუაშვილი, რომელმაც სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო, ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქარველი მსაჯი გახდა ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელსაც ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა. გიორგი ყრუაშვილმა ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე იმუშავა, მათ შორის უეფას „ევროპა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე.