https://sputnik-georgia.com/20241020/moldovashi-saprezidento-archevnebi-tardeba-290433009.html
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი მთავრობის მეთაური მაია სანდუ მონაწილეობს 20.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-20T12:13+0400
2024-10-20T12:13+0400
2024-10-20T12:13+0400
მსოფლიო დღეს
მოლდოვა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23043/49/230434986_0:505:4801:3206_1920x0_80_0_0_8a4d64c1840bdf95235e5d21f40ced67.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება.საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი მთავრობის მეთაური მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადისთვის იბრძვის და მისი მთავარი ოპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო.მოლდოვას ამჟამინდელ პრეზიდენტ მაია სანდუს, რომელიც 2020 წლის 15 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 24 დეკემბერს ეწურება.კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთ მხარდაჭერას ვერავინ მიიღებს, მაშინ ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ 228 საარჩევნო უბნის ორგანიზება გადაწყვიტა, თუმცა, რუსეთში თავდაპირველად გამოცხადებული ხუთის ნაცვლად მხოლოდ ორი გაიხსნა. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყანაში რეფერენდუმიც მიმდინარეობს. მოლდოვის კანონმდებლობის ნორმების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება.მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23043/49/230434986_74:0:4709:3476_1920x0_80_0_0_f001da0b34722cda14b32e00b733d403.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოლდოვა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მოლდოვა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი მთავრობის მეთაური მაია სანდუ მონაწილეობს
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება.
საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი მთავრობის მეთაური მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადისთვის იბრძვის და მისი მთავარი ოპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო.
მოლდოვას ამჟამინდელ პრეზიდენტ მაია სანდუს, რომელიც 2020 წლის 15 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 24 დეკემბერს ეწურება.
კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთ მხარდაჭერას ვერავინ მიიღებს, მაშინ ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ 228 საარჩევნო უბნის ორგანიზება გადაწყვიტა, თუმცა, რუსეთში თავდაპირველად გამოცხადებული ხუთის ნაცვლად მხოლოდ ორი გაიხსნა.
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყანაში რეფერენდუმიც მიმდინარეობს. მოლდოვის კანონმდებლობის ნორმების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება.
მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.