https://sputnik-georgia.com/20241020/marsi-saqartvelo-irhevs-evrokavshirs-290439321.html
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის ცენტრში ოპოზიციის მარში იმართება
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის ცენტრში ოპოზიციის მარში იმართება
Sputnik საქართველო
მარშში ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ 20.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-20T20:16+0400
2024-10-20T20:16+0400
2024-10-20T21:16+0400
საქართველო
თბილისი დღეს
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/14/290437933_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_628d37eac8a191ce7734ba7ed0c08535.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ტარდება, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.მოქალაქეები, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე 17:00 საათზე შეიკრიბნენ და 19:00 საათისთვის მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.აქციის მონაწილეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულეს.მარშში ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მმართველი პარტიის განცხადებით, კვირას გამართულ აქციაში ლგბტ-თემისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.დეპუტატ ირაკლი ზარქუას თქმით, ამ და სხვა მიზეზების გამო ბევრი ტოვებს ოპოზიციის რიგებს, ვინაიდან, ადათ-წესებით განთქმული ქართველი „პრაიდთან“ ერთად აქციებს ვერ ჩაატარებს.„როგორ შეიძლება ქართველი კაცი, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, თავისი ადათ-წესებით განთქმული, ახლა ლგბტ-პროპაგანდასთან და მათ „პრაიდთან“ ერთად აქციას ატარებდეს? ამიტომ, ბევრი ტოვებს ოპოზიციურ პარტიებს... მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ გვეხმარებიან, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას განსხვავება ჩვენსა და ამ ლგბტ-საზოგადოებას შორის", - განაცხადა ზარქუამ.ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/14/290437933_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_30446ef64b1c82b9bbb27c237431a26b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის ცენტრში ოპოზიციის მარში იმართება
20:16 20.10.2024 (განახლებულია: 21:16 20.10.2024) მარშში ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ტარდება, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
მოქალაქეები, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე 17:00 საათზე შეიკრიბნენ და 19:00 საათისთვის მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.
აქციის მონაწილეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულეს.
მარშში ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მმართველი პარტიის განცხადებით, კვირას გამართულ აქციაში ლგბტ-თემისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დეპუტატ ირაკლი ზარქუას თქმით, ამ და სხვა მიზეზების გამო ბევრი ტოვებს ოპოზიციის რიგებს, ვინაიდან, ადათ-წესებით განთქმული ქართველი „პრაიდთან“ ერთად აქციებს ვერ ჩაატარებს.
„როგორ შეიძლება ქართველი კაცი, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, თავისი ადათ-წესებით განთქმული, ახლა ლგბტ-პროპაგანდასთან და მათ „პრაიდთან“ ერთად აქციას ატარებდეს? ამიტომ, ბევრი ტოვებს ოპოზიციურ პარტიებს... მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ გვეხმარებიან, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას განსხვავება ჩვენსა და ამ ლგბტ-საზოგადოებას შორის", - განაცხადა ზარქუამ.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.