https://sputnik-georgia.com/20241020/kvaracxeliam-empolis-goli-gautana-290438352.html
კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ „ემპოლი“ დაამარცხა
კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ „ემპოლი“ დაამარცხა
Sputnik საქართველო
დღეს მინდორზე კვარაცხელიას გარდა კიდევ ერთი ქართველი თამაშობდა - „ემპოლის" 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე. 20.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-20T19:35+0400
2024-10-20T19:35+0400
2024-10-20T20:09+0400
საქართველო
იტალია
სპორტი
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/08/272821540_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_0cb20e177e65bbfec9e48df4b6f03a70.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მერვე ტურში „ემპოლის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს ანგარიშით 1:0 მოუტანა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. სექტემბრის ბოლოს იგი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.მატჩის მეორე ნახევარში „ნაპოლი“ გააქტიურდა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც შექმნა. შეხვედრის 61-ე წუთზე „ემპოლის“ ფეხბურთელმა ფაუსტონო ანჯორინიმ საკუთარ საჯარიმოში იუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა - თერთმეტმეტრიანი ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა. 76-ე წუთზე კონტემ კვარაცხელია შეცვალა და მის ნაცვლად მინდორზე ბრაზილიელი დავიდ ნერესი გავიდა. მატჩის ბოლომდე ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.დღეს მინდორზე კვარაცხელიას გარდა კიდევ ერთი ქართველი თამაშობდა - „ემპოლის" 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე. ორივე ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და ხშირად მოედანზე ერთმანეთთან ბრძოლა უწევდათ. გოგლიჩიძემ მოედანზე 78 წუთი დაჰყო.8 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ 19 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.კვარაცხელიას გუნდი მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს „ლეჩეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/08/272821540_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_f8ed452ca64a541c3f232a868fb2adaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , სპორტი, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , ახალი ამბები
საქართველო, იტალია , სპორტი, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , ახალი ამბები
კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ „ემპოლი“ დაამარცხა
19:35 20.10.2024 (განახლებულია: 20:09 20.10.2024) დღეს მინდორზე კვარაცხელიას გარდა კიდევ ერთი ქართველი თამაშობდა - „ემპოლის" 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მერვე ტურში „ემპოლის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს ანგარიშით 1:0 მოუტანა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. სექტემბრის ბოლოს იგი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მატჩის მეორე ნახევარში „ნაპოლი“ გააქტიურდა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც შექმნა. შეხვედრის 61-ე წუთზე „ემპოლის“ ფეხბურთელმა ფაუსტონო ანჯორინიმ საკუთარ საჯარიმოში იუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა - თერთმეტმეტრიანი ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა.
76-ე წუთზე კონტემ კვარაცხელია შეცვალა და მის ნაცვლად მინდორზე ბრაზილიელი დავიდ ნერესი გავიდა. მატჩის ბოლომდე ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.
დღეს მინდორზე კვარაცხელიას გარდა კიდევ ერთი ქართველი თამაშობდა - „ემპოლის" 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე. ორივე ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და ხშირად მოედანზე ერთმანეთთან ბრძოლა უწევდათ. გოგლიჩიძემ მოედანზე 78 წუთი დაჰყო.
8 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ 19 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
კვარაცხელიას გუნდი მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს „ლეჩეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.