https://sputnik-georgia.com/20241019/saqartvelosi-kidev-erti-qol-centri-aagdes-290428174.html
საქართველოში კიდევ ერთი ქოლ-ცენტრი „ააგდეს“
საქართველოში კიდევ ერთი ქოლ-ცენტრი „ააგდეს“
Sputnik საქართველო
თაღლითები ამჯერად ამერიკელი პენსიონერების კუთვნის მილიონობით დოლარს დაეუფლნენ 19.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-19T12:24+0400
2024-10-19T12:24+0400
2024-10-19T13:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი.ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები. ოპერატორები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად კი, დაზარალებულთა მიერ ინვესტიციისათვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.ამ ფორმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1.634.000 აშშ დოლარს და 1 მილიონ ევროს.საზღვარგარეთ, ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და კრიპტოსაფულეებზე აკუმულირებული, უკანონოდ მოპოვებული ზემოაღნიშნული აქტივებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მრავალჯერადი ტრანზაქციებით და ფიქტიური დანიშნულებებით რიცხავდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის კონტროლირებად სხვადასხვა საბანკო და კრიპტოანგარიშებზე, მათ შორის საქართველოში. დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვის შემდგომ კი ახდენდნენ მათ ინვესტირებას უძრავ-მოძრავ ქონებებში.გამოძიების მიერ, მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებები, სანაკო ანგარიშებზე არსებული თანხა დაახლოებით მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარისა და ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით.ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 240.000 ამერიკული დოლარის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა, 400.000 დოლარამდე ფულადი თანხა და ძვირადღირებული ნივთები. ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის საბანკო სეიფის ჩხრეკისას ამოღებულია 1.000.000 ამერიკული დოლარი.ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი წარმომავლობის მქონე ქონებების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული დანაშაული გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 100 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა 40 მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, ყადაღა დადებულია სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებზე, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოში კიდევ ერთი ქოლ-ცენტრი „ააგდეს“
12:24 19.10.2024 (განახლებულია: 13:24 19.10.2024) თაღლითები ამჯერად ამერიკელი პენსიონერების კუთვნის მილიონობით დოლარს დაეუფლნენ
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები. ოპერატორები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად კი, დაზარალებულთა მიერ ინვესტიციისათვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.
ამ ფორმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1.634.000 აშშ დოლარს და 1 მილიონ ევროს.
საზღვარგარეთ, ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და კრიპტოსაფულეებზე აკუმულირებული, უკანონოდ მოპოვებული ზემოაღნიშნული აქტივებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მრავალჯერადი ტრანზაქციებით და ფიქტიური დანიშნულებებით რიცხავდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის კონტროლირებად სხვადასხვა საბანკო და კრიპტოანგარიშებზე, მათ შორის საქართველოში. დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვის შემდგომ კი ახდენდნენ მათ ინვესტირებას უძრავ-მოძრავ ქონებებში.
გამოძიების მიერ, მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებები, სანაკო ანგარიშებზე არსებული თანხა დაახლოებით მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარისა და ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით.
ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 240.000 ამერიკული დოლარის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა, 400.000 დოლარამდე ფულადი თანხა და ძვირადღირებული ნივთები. ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის საბანკო სეიფის ჩხრეკისას ამოღებულია 1.000.000 ამერიკული დოლარი.
ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი წარმომავლობის მქონე ქონებების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული დანაშაული გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 100 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა 40 მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, ყადაღა დადებულია სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებზე, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება.