კისელიოვი: BRICS-ის მედიისთვის პუტინის სიტყვები სენსაციური იყო

© photo: Sputnik / Sergey Bobilev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2024
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებები BRICS-ის ქვეყნების წამყვანი მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე სენსაციური გახდა ღონისძიების მრავალი მონაწილისთვის, განუცხადა „რია ნოვოსტის“ მედიაჯგუფ„როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
„ბევრისთვის მისი სიტყვები მართლაც სენსაციური იყო. შესაძლოა, არა ჩინეთის წარმომადგენლისთვის, მაგრამ, მაგალითად, ლათინური ამერიკის, ეგვიპტესთვის ძალიან ბევრი აღმოჩენა იყო“, — თქვა მან.
კისელიოვმა პუტინისა და უცხოური მედიის წარმომადგენლების შეხვედრას „სუპერწარმატებული“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ შეკითხვები წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, და რომ „პუტინს უყვარს მწვავე კითხვები, რომლებსაც დაფიქრება სჭირდება“.
ყველა ახალი ამბავი
0