https://sputnik-georgia.com/20241018/testi-ras-grznobt-da-ganicdit-am-etapze-282381582.html
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: რას გრძნობთ და განიცდით ამ ეტაპზე?
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: რას გრძნობთ და განიცდით ამ ეტაპზე?
Sputnik საქართველო
სპეციალისტები ამბობენ, რომ ვიზუალური ტესტის ეს ვერსია აჩვენებს, როგორ აღიქვამთ ცხოვრებას და როგორია თქვენი ემოციური ინტელექტი ამ ეტაპზე. 18.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-18T16:17+0400
2024-10-18T16:17+0400
2024-11-01T13:45+0400
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281580144_0:1005:2047:2156_1920x0_80_0_0_bda668970ee0c96f0417cf203f5319be.jpg
იმისათვის, რომ ეს დაადგინოთ, საჭიროა დახედოთ ნახატს და თქვათ, რომელია ის მაგიდა, რომელთან დაჯდომაც არანაირად არ გსურთ.თუ აირჩიეთ:მაგიდა №1 − ე.ი. ბოლო დროს უფრო ხშირად გაფიქრებთ ურთიერთობები. თქვენ მუდმივად ხვდებით ახლობელ ადამიანებს, მაგრამ ამ შეხვედრებს სიხარული არ მოაქვს.ნუ ინერვიულებთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანებს ახასიათებთ განმარტოების სურვილი.უბრალოდ, ჩაუღრმავდით თავს და იპოვეთ ასეთი ცვლილების წყარო. შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა გჭირდებოდეთ. თუ ვინმემ გაგაღიზიანათ, აუცილებლად უთხარით მას, რას გრძნობთ.მაგიდა № 2 − თქვენი სტრესის წყარო დაღლილობაა. თქვენ პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ძალიან მაღალი დონე გაქვთ და ამიტომ საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. თანაც, საუკეთესოდ შესრულებული.მაგრამ ახლა დასვენება გჭირდებათ − საფუძვლიანი დასვენება, რათა ცხოვრებას სიტკბო ისევ დაუბრუნდეს.მაგიდა №3 – შესაძლოა აქამდე სამყაროს ვარდისფერი სათვალით უმზერდით, მაგრამ ახლა სათვალე ჩამოგვარდათ და რეალობამ თავისი საქმე გააკეთა − მიხვდით, რომ ცხოვრება ყოველთვის ისეთი მსუბუქი და კაშკაშა არ არის, როგორიც აქამდე გეგონათ.კარგი იქნება, თუ ყოველდღიურობაში რაიმეს, თუნდაც მცირედს შეცვლით და სიცოცხლეს გაიხალისებთ.მაგიდა №4 − თქვენი სტრესის წყარო ისაა, რომ გამუდმებით ედრებით სხვა ადამიანებს. დაიმახსოვრეთ: თქვენ უნიკალური ადამიანი ხართ და თავი ისეთი უნდა გიყვარდეთ, როგორიც ხართ.მოიწყვეთ მცირე „დღესასწაული“ − წადით საყიდლებზე, შეიარეთ სალონში, ან სადმე კაფეში საყვარელი კერძი შეუკვეთეთ, შეეხმიანეთ მეგობრებს და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281580144_0:710:2048:2245_1920x0_80_0_0_685d4e8314f898991124f09034b6a703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: რას გრძნობთ და განიცდით ამ ეტაპზე?
16:17 18.10.2024 (განახლებულია: 13:45 01.11.2024) სპეციალისტები ამბობენ, რომ ვიზუალური ტესტის ეს ვერსია აჩვენებს, როგორ აღიქვამთ ცხოვრებას და როგორია თქვენი ემოციური ინტელექტი ამ ეტაპზე.
იმისათვის, რომ ეს დაადგინოთ, საჭიროა დახედოთ ნახატს და თქვათ, რომელია ის მაგიდა, რომელთან დაჯდომაც არანაირად არ გსურთ.
მაგიდა №1 − ე.ი. ბოლო დროს უფრო ხშირად გაფიქრებთ ურთიერთობები. თქვენ მუდმივად ხვდებით ახლობელ ადამიანებს, მაგრამ ამ შეხვედრებს სიხარული არ მოაქვს.
ნუ ინერვიულებთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანებს ახასიათებთ განმარტოების სურვილი.
უბრალოდ, ჩაუღრმავდით თავს და იპოვეთ ასეთი ცვლილების წყარო. შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა გჭირდებოდეთ. თუ ვინმემ გაგაღიზიანათ, აუცილებლად უთხარით მას, რას გრძნობთ.
მაგიდა № 2 − თქვენი სტრესის წყარო დაღლილობაა. თქვენ პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ძალიან მაღალი დონე გაქვთ და ამიტომ საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. თანაც, საუკეთესოდ შესრულებული.
მაგრამ ახლა დასვენება გჭირდებათ − საფუძვლიანი დასვენება, რათა ცხოვრებას სიტკბო ისევ დაუბრუნდეს.
მაგიდა №3 – შესაძლოა აქამდე სამყაროს ვარდისფერი სათვალით უმზერდით, მაგრამ ახლა სათვალე ჩამოგვარდათ და რეალობამ თავისი საქმე გააკეთა − მიხვდით, რომ ცხოვრება ყოველთვის ისეთი მსუბუქი და კაშკაშა არ არის, როგორიც აქამდე გეგონათ.
კარგი იქნება, თუ ყოველდღიურობაში რაიმეს, თუნდაც მცირედს შეცვლით და სიცოცხლეს გაიხალისებთ.
მაგიდა №4 − თქვენი სტრესის წყარო ისაა, რომ გამუდმებით ედრებით სხვა ადამიანებს. დაიმახსოვრეთ: თქვენ უნიკალური ადამიანი ხართ და თავი ისეთი უნდა გიყვარდეთ, როგორიც ხართ.
მოიწყვეთ მცირე „დღესასწაული“ − წადით საყიდლებზე, შეიარეთ სალონში, ან სადმე კაფეში საყვარელი კერძი შეუკვეთეთ, შეეხმიანეთ მეგობრებს და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.