https://sputnik-georgia.com/20241018/tbilisis-infeqciuri-saavadmyofo-axal-senobasi-gadavida-290411948.html
თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდა
Sputnik საქართველო
ახალი, 11-სართულიანი შენობა შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული და ხარისხიანი... 18.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-18T11:17+0400
2024-10-18T11:17+0400
2024-10-18T11:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/11/290409910_0:153:1600:1053_1920x0_80_0_0_38d8b8105a2edeb70770cdf5fdf66f1c.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ლიუბლიანას 70 ნომერში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა.2021 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი გამოიყო. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია 2009 წელს კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ობიექტი გაიყიდა იმ პირობით, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში უნდა გადასულიყო.კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება.ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. კლინიკას, გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც დაემატა.კლინიკა ატარებს გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის თენგიზ ცერცვაძის სახელს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ის უშუალოდ იყო ჩართული ამ შენობის მშენებლობის დაგეგმვაში, განხორციელებაში. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭა.„ბატონი თენგიზის ღვაწლი არის ფასდაუდებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი ინოვაციური მიდგომებით და მიღწეული შედეგებით საქართველო დღეს მოწინავეთა რიგებშია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალთა გუნდი განახლებულ, გაუმჯობესებულ პირობებში ღირსეულად გააგრძელებს ამ მემკვიდრეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ახალი, 11-სართულიანი შენობა შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.დღეს კლინიკაში დასაქმებულია 352 თანამშრომელი, მათ შორის 86 ექიმი და 71 ექთანი.თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა. 1989 წელს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიქმნა შიდსის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელად თენგიზ ცერცვაძე დაინიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/11/290409910_126:0:1547:1066_1920x0_80_0_0_d2cf9b24d9d72251b1962a8bafdaf84f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდა
ახალი, 11-სართულიანი შენობა შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ლიუბლიანას 70 ნომერში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა.
2021 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი გამოიყო. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია 2009 წელს კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ობიექტი გაიყიდა იმ პირობით, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში უნდა გადასულიყო.
კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება.
ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. კლინიკას, გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც დაემატა.
„კლინიკის გაფართოება და საკუთარი შენობა სამედიცინო ცენტრს მისცემს საშუალებას, პაციენტებს ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევა ადგილზე ჩაუტარდეთ. კლინიკას დაემატა გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც. რაც მთავარია, პაციენტების, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი ემსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კლინიკა ატარებს გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის თენგიზ ცერცვაძის სახელს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ის უშუალოდ იყო ჩართული ამ შენობის მშენებლობის დაგეგმვაში, განხორციელებაში. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭა.
„ბატონი თენგიზის ღვაწლი არის ფასდაუდებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი ინოვაციური მიდგომებით და მიღწეული შედეგებით საქართველო დღეს მოწინავეთა რიგებშია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალთა გუნდი განახლებულ, გაუმჯობესებულ პირობებში ღირსეულად გააგრძელებს ამ მემკვიდრეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ახალი, 11-სართულიანი შენობა შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.
დღეს კლინიკაში დასაქმებულია 352 თანამშრომელი, მათ შორის 86 ექიმი და 71 ექთანი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა. 1989 წელს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიქმნა შიდსის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელად თენგიზ ცერცვაძე დაინიშნა.