https://sputnik-georgia.com/20241018/saqartvelos-saparlamento-arcevnebsio-xmis-micemas-3-5-milionze-meti-amomrceveli-sezlebs-290421393.html
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი შეძლებს
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი შეძლებს
Sputnik საქართველო
ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3.111 საარჩევნო უბანი მოემსახურება - საქართველოში 3044 უბანი გაიხსნება, ხოლო 47 ქვეყნის 53 ქალაქში - 67 18.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-18T19:23+0400
2024-10-18T19:23+0400
2024-10-18T19:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ, 3.508.294-ს შეადგენს, აქედან 135.922-თვის ეს პირველი არჩევნები იქნება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.საქართველოში და უცხოეთში მდებარე უბნებზე საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, პარალელურად აჭარაში ავტონომიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო ჩოხატაურსა და სამტრედიაში საოლქო წარმომადგენლობითი ორგანოების (საკრებულოს) შუალედური არჩევნები გაიმართება.ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3.111 საარჩევნო უბანი მოემსახურება - საქართველოში 3044 უბანი გაიხსნება, ხოლო 47 ქვეყნის 53 ქალაქში - 67 უბანი.სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95.910-ს. საქართველოში ხმის მიცემას შეძლებს 3.412.384 ამომრჩეველი, აქედან გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64.238 ამომრჩეველმა მომართა.საქართველოში გახსნილი 3.044 უბნიდან 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.არჩევნები გაიმართება როგორც ახალი სისტემით ელექტრონული კენჭისყრის გამოყენებით, როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენში პარტიის გასწვრივ წრეს აფერადებს და შემდეგ უკვე შევსებულ ბიულეტენს ათავსებს მონაცემთა წამკითხველი აპარატიდან ურნაში, ასევე ძველი სისტემით - როდესაც ამომრჩეველი შემოხაზავს პარტიის ნომერს და კონვერტში მოთავსებულ ბიულეტენს ურნაში ათავსებს.ახალი სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობა 3.113.747 ამომრჩეველს ექნება.სულ საარჩევნოდ დაიბეჭდება 3.325.100 ბიულეტენი, საიდანაც 2.838.600 განკუთვნილია ელექტრონული კენჭისყრისთვის, ხოლო 486.500 - იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ჩატარდება.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი შეძლებს
ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3.111 საარჩევნო უბანი მოემსახურება - საქართველოში 3044 უბანი გაიხსნება, ხოლო 47 ქვეყნის 53 ქალაქში - 67
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ, 3.508.294-ს შეადგენს, აქედან 135.922-თვის ეს პირველი არჩევნები იქნება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საქართველოში და უცხოეთში მდებარე უბნებზე საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, პარალელურად აჭარაში ავტონომიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო ჩოხატაურსა და სამტრედიაში საოლქო წარმომადგენლობითი ორგანოების (საკრებულოს) შუალედური არჩევნები გაიმართება.
ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3.111 საარჩევნო უბანი მოემსახურება - საქართველოში 3044 უბანი გაიხსნება, ხოლო 47 ქვეყნის 53 ქალაქში - 67 უბანი.
სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95.910-ს. საქართველოში ხმის მიცემას შეძლებს 3.412.384 ამომრჩეველი, აქედან გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64.238 ამომრჩეველმა მომართა.
საქართველოში გახსნილი 3.044 უბნიდან 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
არჩევნები გაიმართება როგორც ახალი სისტემით ელექტრონული კენჭისყრის გამოყენებით, როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენში პარტიის გასწვრივ წრეს აფერადებს და შემდეგ უკვე შევსებულ ბიულეტენს ათავსებს მონაცემთა წამკითხველი აპარატიდან ურნაში, ასევე ძველი სისტემით - როდესაც ამომრჩეველი შემოხაზავს პარტიის ნომერს და კონვერტში მოთავსებულ ბიულეტენს ურნაში ათავსებს.
ახალი სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობა 3.113.747 ამომრჩეველს ექნება.
სულ საარჩევნოდ დაიბეჭდება 3.325.100 ბიულეტენი, საიდანაც 2.838.600 განკუთვნილია ელექტრონული კენჭისყრისთვის, ხოლო 486.500 - იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ჩატარდება.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.