რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - სექტემბრის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობები ძველ თბილისში
მშენებლობები ძველ თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2024
გამოწერა
ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 20%-ით, ძველი ბინების კი 6%-ით შემცირდა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის სექტემბერში თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 12%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,5 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ის ბაზრის მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 2%-ით და 247 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 20%-ით, ძველი ბინების კი 6%-ით შემცირდა.
2024 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრში - 10%-ით, ხოლო ცენტრთან ახლოს - 1%-ით შემცირდა.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი 8%-ით გაიზარდა გარეუბანსა და 10%-ით - ქალაქის ცენტრში. ცენტრთან ახლოს კი 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0