https://sputnik-georgia.com/20241018/momakvdavi-manipulatori-narcisi-opozicias-qartias-uslis-cergoleisvili-saakasvilis-sesaxeb-290421648.html
„მომაკვდავი“ მანიპულატორი ნარცისი ოპოზიციას ქარტიას უშლის - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
„მომაკვდავი“ მანიპულატორი ნარცისი ოპოზიციას ქარტიას უშლის - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
Sputnik საქართველო
სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოპოზიციონერის გამოცხადების წინააღმდეგია. 18.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-18T19:55+0400
2024-10-18T19:55+0400
2024-10-18T19:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285734180_0:211:2048:1364_1920x0_80_0_0_f15a13e4b86856456fc5579398a8360f.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ, პარტია „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელმა თამარა ჩერგოლეიშვილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტს „მომაკვდავი“ მანიპულატორი ნარცისი უწოდა და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში შეთანხმებების ჩაშლაში დაადანაშაულა.საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ქარტია არის ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ქარტიას ხელი მოაწერეს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერმა ლიდერებმა, მაგრამ ოთხი გუნდიდან მხოლოდ ერთმა დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის იდეას არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ.მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიტყვები „ხალხი გადაწყვეტს“ „მე ვიქნები"-ს ევფემიზმია.„დათვი არ მოუკლავს და ტყავს ხარბდება - ეროვნულ ამოცანას აზიანებს და მისი ხელიდან მარცხისთვის გვწირავს“, - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოპოზიციონერის გამოცხადების წინააღმდეგია.პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით უკვე დაუჭირა მხარი „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“).ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის იდეა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს წინასაარჩევნო რბოლის დანარჩენმა ოპოზიციურმა ლიდერებმა - „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") და „გიორგი გახარია - საქართველოსთვის".პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ 20-მდე პარტიამ მოაწერა ხელი, მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილმა. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია მას ყველაზე ბოლოს შეუერთდა.ქარტიის ხელმოწერით ოპოზიციურმა პარტიებმა იკისრეს ვალდებულება არჩევნების შემდეგ გააუქმონ ის კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, უნდა გაატარონ რეფორმები სასამართლო, სამართალდამცავ და სხვა სფეროებში. ეს გეგმა უნდა განახორციელოს პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა ტექნიკურმა მთავრობამ და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ნათქვამია ქარტიაში.რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ის მის მიერ თავის დროზე დაფუძნებული „ნაცმოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად მიიჩნევა.სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285734180_550:241:2048:1364_1920x0_80_0_0_4c75bc19a55900f38288a53f8e7dc1c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოპოზიცია
„მომაკვდავი“ მანიპულატორი ნარცისი ოპოზიციას ქარტიას უშლის - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოპოზიციონერის გამოცხადების წინააღმდეგია.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ, პარტია „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელმა თამარა ჩერგოლეიშვილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტს „მომაკვდავი“ მანიპულატორი ნარცისი უწოდა და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში შეთანხმებების ჩაშლაში დაადანაშაულა.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ქარტია არის ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ქარტიას ხელი მოაწერეს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერმა ლიდერებმა, მაგრამ ოთხი გუნდიდან მხოლოდ ერთმა დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის იდეას არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ.
„ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება... ახლა ეგ „მომაკვდავი" საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს, შეთანხმებულ ქარტიას შლის რომ მომავალი პრემიერობა არავის დაუთმოს“, - დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიტყვები „ხალხი გადაწყვეტს“ „მე ვიქნები"-ს ევფემიზმია.
„დათვი არ მოუკლავს და ტყავს ხარბდება - ეროვნულ ამოცანას აზიანებს და მისი ხელიდან მარცხისთვის გვწირავს“, - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოპოზიციონერის გამოცხადების წინააღმდეგია.
„ყველაზე სწორია, რომ მთავრობა დაასახელოს საარჩევნო ხმებმა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, თავიდანვე რომ გაეზიარებინათ (ოპოზიციურ პარტიებს - რედ.) ჩვენი იდეა - საერთო ოპოზიციური სიის, მაშინ მთავრობის დასახელება აუცილებელიც იქნებოდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით უკვე დაუჭირა მხარი „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“).
ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის იდეა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს წინასაარჩევნო რბოლის დანარჩენმა ოპოზიციურმა ლიდერებმა - „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") და „გიორგი გახარია - საქართველოსთვის".
პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ 20-მდე პარტიამ მოაწერა ხელი, მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილმა. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია მას ყველაზე ბოლოს შეუერთდა.
ქარტიის ხელმოწერით ოპოზიციურმა პარტიებმა იკისრეს ვალდებულება არჩევნების შემდეგ გააუქმონ ის კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, უნდა გაატარონ რეფორმები სასამართლო, სამართალდამცავ და სხვა სფეროებში. ეს გეგმა უნდა განახორციელოს პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა ტექნიკურმა მთავრობამ და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ნათქვამია ქარტიაში.
რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ის მის მიერ თავის დროზე დაფუძნებული „ნაცმოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად მიიჩნევა.
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.