ჩინელმა ექსპერტმა BRICS-2024-ის მთავარი თემა დაასახელა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2024
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ფუდანის უნივერსიტეტის BRICS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა შენ იმ დაასახელა თემა, რომელიც შესაძლოა ყაზანში გაერთიანების სამიტის მთავარ საკითხად იქცეს.
„იმისათვის, რომ ფინანსური რისკები და გამოწვევები დავძლიოთ, დიდი ალბათობით, BRICS-ის წლევანდელი სამიტის დღის წესრიგში პრიორიტეტი ახალი საგადასახადო სისტემის შექმნა იქნება“, — მიაჩნია ექსპერტს.
მისი თქმით, BRICS-ის წევრები ამ დროისათვის უკვე ეწევიან აქტიურ დისკუსიას ანგარიშსწორების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საკითხზე, რომელსაც სასანქციო ზეწოლისთვის გაძლების უნარი ექნება.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობა 33-მა სახელმწიფომ დაადასტურა, მათ შორის 24-მა ქვეყნის უმაღლესი პირების დონეზე.
ყველა ახალი ამბავი
0