წვიმა, თოვლი, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerუამინდობა
უამინდობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები დღეიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 17-18 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი სინოპტიკოსები ზოგან თოვლსაც ვარაუდობენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია ნავარაუდევი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
საფრთხის დონე საშუალოა.
ყველა ახალი ამბავი
0