https://sputnik-georgia.com/20241017/saxelmwifo-ministri-tbilisis-msrali-porti-mnisvnelovani-proeqtia-saamiroebistvis-290405142.html
სახელმწიფო მინისტრი: „თბილისის მშრალი პორტი“ მნიშვნელოვანი პროექტია საამიროებისთვის
სახელმწიფო მინისტრი: „თბილისის მშრალი პორტი“ მნიშვნელოვანი პროექტია საამიროებისთვის
Sputnik საქართველო
„მშრალი პორტი“ დედაქალაქში წლის ბოლოს ამოქმედდება 17.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-17T16:11+0400
2024-10-17T16:11+0400
2024-10-17T16:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ცენტრალური აზია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/11/290398062_0:1:870:490_1920x0_80_0_0_6e826299414b5dfaba4227dc9660b89b.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. პროექტი „მშრალი პორტი“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, რომელიც „შუა დერეფანში“ ტვირთგადაზიდვების ნაკადების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, განაცხად საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა, რომელიც პროექტ „მშრალი პორტის“ პრეზენტაციაში მონაწილეობდა.არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი იმყოფება თბილისში კომპანიის Abu Dhabi Ports Group (AD Ports Group) დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც „მშრალი პორტის“ აქციების 60%-ის მფლობელი და ძირითადი პარტნიორია. პორტი დედაქალაქში წლის ბოლოს ამოქმედდება.„თბილისის მშრალი პორტი“ თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.ის ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს - საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე „მშრალი პორტების“ ქსელის გამოყენებით.„მშრალი პორტი“ თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200 ათას TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია „მშრალი პორტის“ ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა.2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.სახელმწიფო მინისტრის თქმით, საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაშიც. მისი თქმით, თბილისში პირდაპირი რეისები ხორციელდება საამიროების 3 ქალაქიდან.სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და საამიროების ბიზნესები კიდევ უფრო მჭიდროდ და ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, ასევე გაძლიერდება ხალხთა შორის ურთიერთობები.საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.საქონელბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 2022 წელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა, მათ შორის ექსპორტი - 73%-ით. გარდა ამისა, საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 29%-ით გაიზარდა.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ცენტრალური აზია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/11/290398062_109:0:762:490_1920x0_80_0_0_8825570665f585f893478b34dd8041b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ცენტრალური აზია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ცენტრალური აზია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
სახელმწიფო მინისტრი: „თბილისის მშრალი პორტი“ მნიშვნელოვანი პროექტია საამიროებისთვის
„მშრალი პორტი“ დედაქალაქში წლის ბოლოს ამოქმედდება
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. პროექტი „მშრალი პორტი“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, რომელიც „შუა დერეფანში“ ტვირთგადაზიდვების ნაკადების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, განაცხად საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა, რომელიც პროექტ „მშრალი პორტის“ პრეზენტაციაში მონაწილეობდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი იმყოფება თბილისში კომპანიის Abu Dhabi Ports Group (AD Ports Group) დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც „მშრალი პორტის“ აქციების 60%-ის მფლობელი და ძირითადი პარტნიორია. პორტი დედაქალაქში წლის ბოლოს ამოქმედდება.
„თბილისის მშრალი პორტი“ არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია - მომავალში განსახორციელებელი მრავალი პროექტიდან ერთ-ერთი. ამ პროექტის განხორციელების მიზანია, საქონლის ტრანსპორტირების ნაკადის უზრუნველყოფა შუა დერეფანში, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას და, იმავდროულად, მონაწილე ქვეყნების კეთილდღეობის გაზრდა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
„თბილისის მშრალი პორტი“ თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.
ის ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს - საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე „მშრალი პორტების“ ქსელის გამოყენებით.
„მშრალი პორტი“ თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200 ათას TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია „მშრალი პორტის“ ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაშიც. მისი თქმით, თბილისში პირდაპირი რეისები ხორციელდება საამიროების 3 ქალაქიდან.
„ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ლოგისტიკისა და ავიაფრენების მიმართულებით ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას. ჩვენ გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების და ეკონომიკური პოლიტიკის. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ამ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი პროგნოზია, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.
სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და საამიროების ბიზნესები კიდევ უფრო მჭიდროდ და ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, ასევე გაძლიერდება ხალხთა შორის ურთიერთობები.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საქონელბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 2022 წელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა, მათ შორის ექსპორტი - 73%-ით. გარდა ამისა, საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 29%-ით გაიზარდა.