პოლონეთში საფერავის დეგუსტაცია მოეწყო

© National Wine Agency of Georgiaქართული ღვინის დეგუსტაცია
ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2024
გამოწერა
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, პოლონეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება უკვე რამდენიმე წელია იმართება.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. პოლონეთში სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქართული ღვინო საფერავის დეგუსტაცია-სემინარი Saperavi Experience: Secrets of Georgia's Red Treasure გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
დეგუსტაცია-სემინარის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტოს, ხოლო ორგანიზატორი სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Peope PR.
100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო პოლონეთის დაბა პშჩევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდა. მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით პოლონეთში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ყველა ახალი ამბავი
0