https://sputnik-georgia.com/20241017/3-milionze-meti-saarcevno-biuleteni-daibewdeba-290406003.html
საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 3 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება
საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 3 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება
Sputnik საქართველო
ბეჭდვის პროცესს აკვირდებიან ცესკოს ორი წარმომადგენელი, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები 17.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-17T18:11+0400
2024-10-17T18:11+0400
2024-10-17T18:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 3,3 მილიონზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი დაიბეჭდება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.საქართველოში 3031 და უცხოეთში მდებარე 67 უბანზე საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, პარალელურად აჭარაში ავტონომიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო ჩოხატაურსა და სამტრედიაში საოლქო წარმომადგენლობითი ორგანოების (საკრებულოს) შუალედური არჩევნები გაიმართება.სულ საარჩევნოდ დაიბეჭდება 3.325.100 ბიულეტენი, საიდანაც 2.838.600 განკუთვნილია ელექტრონული კენჭისყრისთვის, ხოლო 486.500 - იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ჩატარდება.საქართველოში გახსნილ 2.263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. უცხოეთში გახსნილ უბნებზე კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები დაიბეჭდება თბილისში მდებარე შემდეგ სტამბებში: „ფავორიტი სტილი”, „ფორმა“ და „ირიდესი“.საარჩევნო ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან: ცესკოს ორ-ორი წევრი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის” (OSCE/ODHIR), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლები.ცესკოს დადგენილებით, იმ ოლქებისთვის, სადაც პარალელური არჩევნები გაიმართება, სპეციალური ბიულეტენები დაიბეჭდება.ბიულეტენში ორი სვეტი იქნება: პირველში იქნება მითითებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მეორეში - აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილე პარტიები.ამომრჩეველი ერთი ბიულეტენის შევსებისას ხმას მისცემს ორივე არჩევნებზე - გააფერადებს წრეებს მის მიერ არჩეული პარტიების.იგივე ამომრჩევლები, რომლებსაც პარალელურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში და გააფერადებენ წრეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის გასწვრივ და მეორე სვეტს შეუვსებელს დატოვებენ.წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალ ბიულეტენებში წრე უნდა გაფერადდეს და არა მოინიშნოს, ის უნდა განთავსდეს საქაღალდეში და არა კონვერტში და შემდეგ უკვე საარჩევნო ყუთში - ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო
საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 3 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება
ბეჭდვის პროცესს აკვირდებიან ცესკოს ორი წარმომადგენელი, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 3,3 მილიონზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი დაიბეჭდება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საქართველოში 3031 და უცხოეთში მდებარე 67 უბანზე საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, პარალელურად აჭარაში ავტონომიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო ჩოხატაურსა და სამტრედიაში საოლქო წარმომადგენლობითი ორგანოების (საკრებულოს) შუალედური არჩევნები გაიმართება.
სულ საარჩევნოდ დაიბეჭდება 3.325.100 ბიულეტენი, საიდანაც 2.838.600 განკუთვნილია ელექტრონული კენჭისყრისთვის, ხოლო 486.500 - იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ჩატარდება.
საქართველოში გახსნილ 2.263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. უცხოეთში გახსნილ უბნებზე კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები
დაიბეჭდება თბილისში მდებარე შემდეგ სტამბებში: „ფავორიტი სტილი”, „ფორმა“ და „ირიდესი“.
საარჩევნო ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან: ცესკოს ორ-ორი წევრი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის” (OSCE/ODHIR), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლები.
ცესკოს დადგენილებით, იმ ოლქებისთვის, სადაც პარალელური არჩევნები გაიმართება, სპეციალური ბიულეტენები დაიბეჭდება.
ბიულეტენში ორი სვეტი იქნება: პირველში იქნება მითითებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მეორეში - აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილე პარტიები.
ამომრჩეველი ერთი ბიულეტენის შევსებისას ხმას მისცემს ორივე არჩევნებზე - გააფერადებს წრეებს მის მიერ არჩეული პარტიების.
იგივე ამომრჩევლები, რომლებსაც პარალელურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში და გააფერადებენ წრეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის გასწვრივ და მეორე სვეტს შეუვსებელს დატოვებენ.
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალ ბიულეტენებში წრე უნდა გაფერადდეს და არა მოინიშნოს, ის უნდა განთავსდეს საქაღალდეში და არა კონვერტში და შემდეგ უკვე საარჩევნო ყუთში - ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.