https://sputnik-georgia.com/20241016/uepam-albanetis-pexburtis-pederacia-daajarima-290391484.html
უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დააჯარიმა
უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დააჯარიმა
Sputnik საქართველო
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან ორჯერ ითამაშა. 16.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-16T21:39+0400
2024-10-16T21:39+0400
2024-10-16T21:39+0400
საქართველო
უეფა
ალბანეთი
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/10/290390077_0:57:2048:1209_1920x0_80_0_0_853ed687a7cb33da77705b06a2ca9de8.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. უეფას ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩზე გულშემატკივრების საქციელის გამო 41 ათასი ევროთი დასაჯა.„ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ფეხბურთის ფედერაცია 41.250 ევროთი დააჯარიმა ალბანელი გულშემატკივრების მიერ უკრაინა – ალბანეთისა (2024 წლის 7 სექტემბერი) და ალბანეთი – საქართველოს (2024 წლის 10 სექტემბერი) მატჩებში მომხდარი ინციდენტების გამო“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.საქართველოს ეროვნულ გუნდთან ტირანაში გამართული შეხვედრის დროს ალბანელმა გულშემატკივრებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისასვლელი კიბე გადაკეტეს, რისთვისაც ფედერაცია 18 ათასი ევროთი დაჯარიმდა. გარდა ამისა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4.750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12.500 ევროს – საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის.უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან ორჯერ ითამაშა. 10 სექტემბერს ტირანაში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (0:1), 14 ოქტომბერს თბილისში ჩატარებული საპასუხო მატჩი კი წააგო (0:1). ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებები B1 ჯგუფში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ - ორთავეს ექვსი ქულა აქვს. პირველ ადგილზე 7 ქულით ჩეხეთია, 4 ქულით ბოლო ადგილზე კი უკრაინა.
საქართველო
ალბანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/10/290390077_181:0:1868:1265_1920x0_80_0_0_d002fcd713541441c08b1282afe30bbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უეფა, ალბანეთი , სპორტი
საქართველო, უეფა, ალბანეთი , სპორტი
უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დააჯარიმა
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან ორჯერ ითამაშა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. უეფას ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩზე გულშემატკივრების საქციელის გამო 41 ათასი ევროთი დასაჯა.
„ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ფეხბურთის ფედერაცია 41.250 ევროთი დააჯარიმა ალბანელი გულშემატკივრების მიერ უკრაინა – ალბანეთისა (2024 წლის 7 სექტემბერი) და ალბანეთი – საქართველოს (2024 წლის 10 სექტემბერი) მატჩებში მომხდარი ინციდენტების გამო“, –
ნათქვამია უეფას განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულ გუნდთან ტირანაში გამართული შეხვედრის დროს ალბანელმა გულშემატკივრებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისასვლელი კიბე გადაკეტეს, რისთვისაც ფედერაცია 18 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
გარდა ამისა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4.750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12.500 ევროს – საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან ორჯერ ითამაშა. 10 სექტემბერს ტირანაში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (0:1), 14 ოქტომბერს თბილისში ჩატარებული საპასუხო მატჩი კი წააგო (0:1).
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებები B1 ჯგუფში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ - ორთავეს ექვსი ქულა აქვს. პირველ ადგილზე 7 ქულით ჩეხეთია, 4 ქულით ბოლო ადგილზე კი უკრაინა.