https://sputnik-georgia.com/20241016/susi-mosalodneli-provokaciis-shesaxeb-inpormacias-avrcelebs-290375660.html
სუსი არჩევნების წინ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს
სუსი არჩევნების წინ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში... 16.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-16T09:27+0400
2024-10-16T09:27+0400
2024-10-16T09:27+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/97/233709769_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_dcc504c19b7ac68e99c8b515e7bdad8f.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.სუს-ის ცნობით, აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.„აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“, - ნათქვამია განცხადებაში.ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის, განაცხადეს სუსში. „აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/97/233709769_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_7b79bc1af71a1357f2d3acc6de26b93f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
სუსი არჩევნების წინ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
„სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.
„აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის, განაცხადეს სუსში.
„აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.