საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „ევრო 2025"-ის პლეი-ოფშია

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2024
გამოწერა
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 2025 წლის 12 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით პერიოდში სლოვაკეთში გაიმართება.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. „ევრო 2025"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეი-ოფში გავიდა.
აღნიშნული მატჩის დაწყებამდე C ჯგუფში საქართველოს მეტოქე შვედეთის ნაკრები ჰოლანდიასთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა და საქართველოს 21-წლამდელებს მეორე ადგილზე გასვლის შანსი მიეცათ.
რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ საბა ხვადაგიანის, გიორგი კვერნაძისა და გიგი აბუაშვილის სახიფათო დარტყმების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი მეკარემ გადაარჩინა.
მეორე ტაიმი მეტოქემ აქტიურად დაიწყო და 52-ე წუთზე ანგარიში ფისნიკ ისაკმა გახსნა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 61-ე წუთზე სტუმართა მეკარემ ლაშა ოდიშარიას დარტყმა მოიგერია, მაგრამ მალე ვასილიოს გიორდეზიანმა მიზანს მაინც მიაღწია – 1:1.
71-ე წუთზე კი ნოდარ ლომინაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ მცველს, შემდეგ კი კარში მოხვდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯამში 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.
„ევრო-2025"-ზე დარჩენილი სამი საგზურისთვის ექვსი მეორე ადგილის მფლობელი (საქართველო, ბელგია, ნორვეგია, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი) 11-დან 19 ნოემბრის ჩათვლით იბრძოლებს.
ფინალური ეტაპის წილისყრა 3 დეკემბერს ბრატისლავაში გაიმართება.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 2025 წლის 12 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით პერიოდში სლოვაკეთში გაიმართება. მატჩები სლოვაკეთის რვა ქალაქის რვა სხვადასხვა სტადიონზე ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0