https://sputnik-georgia.com/20241016/sanxais-tanamsromlobis-organizacia-290377806.html
პაკისტანში რუსეთის, მონღოლეთისა და ჩინეთის პრემიერების მოლაპარაკებები დაიწყო
პაკისტანში რუსეთის, მონღოლეთისა და ჩინეთის პრემიერების მოლაპარაკებები დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ისლამაბადში (პაკისტანი) რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, ჩინეთის პრემიერ ლი ციანისა და მონღოლეთის პრემიერ... 16.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-16T11:24+0400
2024-10-16T11:24+0400
2024-10-16T11:24+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/10/290377533_0:0:1785:1004_1920x0_80_0_0_9f860919d947ced2a59ca7c826184662.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ისლამაბადში (პაკისტანი) რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, ჩინეთის პრემიერ ლი ციანისა და მონღოლეთის პრემიერ ლუვსანამსრაინ ოიუუნ-ერდენის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო, იუწყება „რია ნოვოსტი“.როგორც სააგენტო აღნიშნავს, რუსეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს შორის მთავრობის მეთაურების დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები პირველად იმართება ბოლო ათი წლის განმავლობაში.რუსეთის მთავრობის მეთაური 16 ოქტომბერს ისლამაბადში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მოსალოდნელია ბელორუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების, ასევე ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ინდოეთის უმაღლესი წარმომადგენლის მონაწილეობა. სხდომაზე განიხილავენ პრიორიტეტულ ამოცანებს SCO-ს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/10/290377533_48:0:1736:1266_1920x0_80_0_0_95569656245a5ac501ea7aea92c13fdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ისლამაბადში (პაკისტანი) რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, ჩინეთის პრემიერ ლი ციანისა და მონღოლეთის პრემიერ ლუვსანამსრაინ ოიუუნ-ერდენის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო, იუწყება
„რია ნოვოსტი“. როგორც სააგენტო აღნიშნავს, რუსეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს შორის მთავრობის მეთაურების დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები პირველად იმართება ბოლო ათი წლის განმავლობაში.
„დუშანბეში ჩვენს ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი მოლაპარაკებებიდან ათი წლის განმავლობაში დოკუმენტებისა და მექანიზმების მყარი საბაზისო პაკეტი შეიქმნა. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს მრავალმხრივ თანამშრომლობის განხორციელების შესაძლებლობას“, - აღნიშნა რუსეთის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე.
რუსეთის მთავრობის მეთაური 16 ოქტომბერს ისლამაბადში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მოსალოდნელია ბელორუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების, ასევე ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ინდოეთის უმაღლესი წარმომადგენლის მონაწილეობა.
სხდომაზე განიხილავენ პრიორიტეტულ ამოცანებს SCO-ს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.