https://sputnik-georgia.com/20241016/ramdenit-gaizarda-sapensio-aqtivebi-saqartveloshi-290373048.html
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - სექტემბრის მონაცემები
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - სექტემბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. 16.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-16T11:06+0400
2024-10-16T11:06+0400
2024-10-16T11:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_b29bdcb206b317490b27a10f31bc10c4.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 30 სექტემბრის მდგომარეობით 5,7 მლრდ ლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 13,3 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 49,9 მლნ ლარი შეადგინა.გარდა ამისა, სააგენტომ გამოაქვეყნა საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობის შედეგები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით.ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) ასეთია:ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. სექტემბრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 53%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 32%-ს, კონსერვატიულში - 18%-ს.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_ec7ab170df89bd4fe1bda23e27805263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - სექტემბრის მონაცემები
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 30 სექტემბრის მდგომარეობით 5,7 მლრდ ლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 13,3 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 49,9 მლნ ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სააგენტომ გამოაქვეყნა საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობის შედეგები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით.
ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.
რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) ასეთია:
დინამიური პორტფელი – 16,98%
დაბალანსებული პორტფელი – 15,12%
კონსერვატიული პორტფელი – 12,64%.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. სექტემბრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 53%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 32%-ს, კონსერვატიულში - 18%-ს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.