https://sputnik-georgia.com/20241016/qochorashvili-erovnuli-nakrebis-sauketeso-debiutanti-gaxda-290387791.html
გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა
გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა
Sputnik საქართველო
„სარბიელის“ ტრადიციულ გამოკთხვაში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეკორდული რაოდენობა, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა 16.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-16T19:49+0400
2024-10-16T19:49+0400
2024-10-16T19:49+0400
საქართველო
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0b/289852995_0:640:1596:1538_1920x0_80_0_0_3d030fe87c290482889cb2d14d393abe.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა – ასეთია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები.ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2023 წლის სექტემბერში ითამაშა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. მან „ჯვაროსნების“ ფორმით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.ქოჩორაშვილი მონაწილეობდა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ორივე მატჩში - 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში პირველი გოლი გაიტანა.მიმდინარე წლის ზაფხულშიფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის ყველა მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში თურქეთთან, 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლი მისი გადაცემით გაიტანა.ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტს გაზეთი „სარბიელი“ მეოთხე სეზონია ავლენს. 25 წლის ქოჩორაშვილს ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის მიერ დამზადებული პრიზი გადაეცემა – გიორგი ხვედელიძის პერსონაჟის ფიგურა კინოფილმიდან „ფეოლა“.„სარბიელის“ ტრადიციულ გამოკთხვაში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეკორდული რაოდენობა, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. შედეგები სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ გამოცხადდა.გიორგი ქოჩორაშვილი ესპანური „ლევანტეს" შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0b/289852995_0:491:1596:1688_1920x0_80_0_0_570b31cd2a63436fe3f508bfea7a0cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა
„სარბიელის“ ტრადიციულ გამოკთხვაში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეკორდული რაოდენობა, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა – ასეთია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები.
ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2023 წლის სექტემბერში ითამაშა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. მან „ჯვაროსნების“ ფორმით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
ქოჩორაშვილი მონაწილეობდა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ორივე მატჩში - 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში პირველი გოლი გაიტანა.
მიმდინარე წლის ზაფხულშიფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის ყველა მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში თურქეთთან, 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლი მისი გადაცემით გაიტანა.
ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტს გაზეთი „სარბიელი“ მეოთხე სეზონია ავლენს. 25 წლის ქოჩორაშვილს ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის მიერ დამზადებული პრიზი გადაეცემა – გიორგი ხვედელიძის პერსონაჟის ფიგურა კინოფილმიდან „ფეოლა“.
„სარბიელის“ ტრადიციულ გამოკთხვაში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეკორდული რაოდენობა, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. შედეგები სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ გამოცხადდა.
გიორგი ქოჩორაშვილი ესპანური „ლევანტეს" შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს.