https://sputnik-georgia.com/20241016/elci-didma-britanetma-saqartvelostan-strategiuli-dialogi-gakina-290377235.html
ელჩი: დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგი გაყინა
ელჩი: დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგი გაყინა
Sputnik საქართველო
ბრიტანეთის ელჩმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში „დემოკრატიის უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ. 16.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-16T12:00+0400
2024-10-16T12:00+0400
2024-10-16T12:22+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0f/290369300_0:69:1999:1193_1920x0_80_0_0_4738284d4f62e5fff01d593bae2f0bc3.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები, იუწყება ტელეარხი „მთავარი არხი" სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის" ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდის მიერ მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.როგორც ელჩმა აღნიშნა, „უორდროპის დიალოგი" აღნიშნული ფორმატის შექმნის შემდეგ პირველად გაიყინა. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" 2014 წელს დაფუძნდა და ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.„მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია", - განაცხადა ელჩმა.მისი თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიის უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.მმართველმა პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პარლამენტში პირველად 2023 წლის მარტში დააინიცირა, მაგრამ მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ ის გაიწვია. „ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.ელჩმა ხელისუფლება შეთქმულების თეორიის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.საუბარია მტკიცებაზე, რომ უცხოეთში არსებობენ ე.წ. „გლობალური ომის პარტიის" შემადგენელი წონადი ფიგურები, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენენ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე და ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.„ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა", - განაცხადა უორდმა.„ქართული ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავს სამართლებრივი პროცესის დაინიცირებას, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება.„არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.ხელისუფლების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0f/290369300_159:0:1840:1261_1920x0_80_0_0_1cc81ab3bc1039bcb601ee6f5067c27b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები
ელჩი: დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგი გაყინა
12:00 16.10.2024 (განახლებულია: 12:22 16.10.2024) ბრიტანეთის ელჩმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში „დემოკრატიის უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები, იუწყება ტელეარხი „მთავარი არხი" სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის" ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდის მიერ მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
„პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის... ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა, - განაცხადა უორდმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, „უორდროპის დიალოგი" აღნიშნული ფორმატის შექმნის შემდეგ პირველად გაიყინა.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" 2014 წელს დაფუძნდა და ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
„მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიის უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში", - განაცხადა უორდმა.
მმართველმა პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პარლამენტში პირველად 2023 წლის მარტში დააინიცირა, მაგრამ მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ ის გაიწვია. „ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ელჩმა ხელისუფლება შეთქმულების თეორიის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.
საუბარია მტკიცებაზე, რომ უცხოეთში არსებობენ ე.წ. „გლობალური ომის პარტიის" შემადგენელი წონადი ფიგურები, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენენ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე და ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა", - განაცხადა უორდმა.
„ქართული ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავს სამართლებრივი პროცესის დაინიცირებას, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება.
„არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.
დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
ხელისუფლების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.