https://sputnik-georgia.com/20241015/sagadasaxdelo-balansis-angarishis-depicitma-7-procenti-sheadgina-290362236.html
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 7,4% შეადგინა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 7,4% შეადგინა
Sputnik საქართველო
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 486,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 6%-ია. 15.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-15T11:00+0400
2024-10-15T11:00+0400
2024-10-15T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492843_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_34cdbcbdc271c70ecfbd60e0120c93c5.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2024 წლის მეორე კვარტალში 593,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა –7,6%-დან –7,4%-მდე გაუჯობესდა.ტურისტული სერვისების ექსპორტმა 2024 წლის მეორე კვარტალში 1,1 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 8,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.შემოსავლების ბალანსი უარყოფითია და 543,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 14,1%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 22,4%-ით გაიზარდა.მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 5,7%-ით გაიზარდა და 2024 წლის მეორე კვარტალში 868,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7,2%-ით, 824 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 486,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 6%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492843_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_899074964e2644f02e6f005cf400fc76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 7,4% შეადგინა
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 486,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 6%-ია.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2024 წლის მეორე კვარტალში 593,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა –7,6%-დან –7,4%-მდე გაუჯობესდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მეტად დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ მეორე კვარტალში 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 21,7%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, საქონლის ექსპორტი 5,9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 7,4%-ით გაიზარდა.
ტურისტული სერვისების ექსპორტმა 2024 წლის მეორე კვარტალში 1,1 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 8,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შემოსავლების ბალანსი უარყოფითია და 543,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 14,1%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 22,4%-ით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 5,7%-ით გაიზარდა და 2024 წლის მეორე კვარტალში 868,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7,2%-ით, 824 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 486,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 6%-ია.