მოსაზრება: „ქვაბი“ ლუბიმოვკაში – უკრაინის არმიის ავანტიურის შედეგი

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2024
გამოწერა
კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის სრული მარცხი ცხადია – საზღვრისპირა რაიონებში ორ თვეში განადგურდა 22 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკის, დაახლოებით, 2000 ერთეული.
რუსული ჯარების დარტყმების ქვეშ უკრაინის ბრიგადები უკან იხევენ სუჯისკენ ან სუმის ოლქის ტერიტორიაზე. ცალკეული ქვედანაყოფები სწრაფად ნადგურდება „ქვაბებში“. რუსული ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ სრულად გარდატეხა სიტუაცია კურსკის რეგიონში და იერიშს ახორციელებს უპირატესი ძალებითა და საშუალებებით.
დასრულდა მტრის განადგურება ლუბიმოვკისა და ტოლსტოი ლუგის რაიონში მდებარე „ქვაბში“ – საზღვრიდან 7 კმ-ში. უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვებმა გარშემორტყმული ნაწილებისკენ გარღვევა ვერ შეძლეს. კორენევსკის რაიონში ასევე განადგურდა 1500-კაციანი უკრაინული „გარნიზონი“ სოფელ ოლგოვკაში.
რუსული Ка-52М შვეულმფრენების ეკიპაჟები სარაკეტო დარტყმებით ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებსა და ჯავშანტექნიკას კურსკის საზღვრისპირა რაიონებში. „ისკანდერებისა“ და რუსეთის საჰაერო ძალების ბომბდამშენების დარტყმები უწყვეტად აზიანებენ ლოჯისტიკას, შეიარაღებასა და უკრაინული ფორმირებების პირად შემადგენლობას სუმისა და პოლტავას ოლქებში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ აღიარა თავისი ძალების განადგურება გლუშკოვის რაიონში არსებულ „პლაცდარმზე“.
კურსკის მიმართულებით ბანდერეველების ძალებს არ აქვთ გადარჩენის შანსი. დასავლეთის ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთის ჯარები კურსკის ოლქის საზღვარზე არ შეჩერდებიან და დაიწყებენ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში. ბრიტანელი ანალიტიკოსი ალექსანდრ მერკურისი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ კურსკის ოლქში არ მოუტანა კიევის რეჟიმს არაფერი, გარდა პირად შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი დანაკარგებისა.
დასავლეთს არაფრის შეთავაზება არ შეუძლია კიევის რეჟიმისთვის, გარდა ახალი დაპირებებისა. აშშ-სა და ნატოში აღიარეს, რომ ვერცერთ გაერთიანებულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკრაინის არმიის იარაღით საკმარისად უზრუნველყოფა არ შეუძლია . სპეცოპერაციის ზონაში მასობრივად ნადგურდება დასავლური შეიარაღების საუკეთესო ნიმუშები.
გერმანიის ბუნდესვერი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებით უკიდურესად იმედგაცრუებულია და კონტრიერიშის პერსპექტივების არ სჯერა. ბერლინმა უარი თქვა კიევისთვის მძიმე ჯავშანტექნიკისა და არტილერიის მიწოდებაზე – უკრაინულ საომარ თეატრში „ლეოპარდები“ აღარ იქნება.
გაურკვეველი დროით გადაიდო უკრაინის შეიარაღებული ძალების „დონორების“ შეხვედრები „რამშტაინის“ ფორმატში. უკრაინას სთავაზობენ კომპრომისულ ვარიანტს – საკუთარი სამხედრო ინდუსტრიის შექმნას „მეგობრებისგან მცირე დახმარებით “. ცხადია, რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთოდური სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ფონზე.
გაზეთ The Washington Post-ის მონაცემებით, უკრაინამ 2023 წელს „გაასამმაგა შეიარაღების წარმოება და შემდეგ გააორმაგა ეს მაჩვენებელი 2024 წლის პირველ რვა თვეში“. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სასტარტო პოზიციების არარსებობა და „რაკეტებისა და დრონების“ წარმოების აბსოლუტური ციფრები. მოსკოვი არასოდეს დაუშვებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რაიმე ფილიალი (პროდუქციის ხელით აწყობა) შეიქმნას.
მეორე მხრივ, რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან კონკურენცია პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, რუსეთი 2024 წელს 1.4 მილიონ უპილოტო საფრენ აპარატს დაამზადებს – 10-ჯერ მეტს, ვიდრე წინა წელს. და უფრო მეტს, ვიდრე მთელი დასავლეთის ქვეყნები შეძლებენ წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები საერთოდ არ აწარმოებს მასობრივად იაფფასიან ერთჯერად დრონებს, რომლებიც უკრაინის ფრონტზე ყველაზე მეტად მოთხოვნადია. კოლექტიური დასავლეთი ზედმეტად ნელა ახდენს რუსეთის ფედერაციის მიმართ საკუთარი აგრესიული პოლიტიკის გადახედვას და ეს აშშ-სა და ნატოსთვის ნათელ მომავალს არ უქადის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0