https://sputnik-georgia.com/20241015/qartul-ocnebashi-borelis-gancxadebas-upasuxes-290364526.html
რეალობას მოწყვეტილია - საქართველოში ბორელის განცხადებას უპასუხეს
რეალობას მოწყვეტილია - საქართველოში ბორელის განცხადებას უპასუხეს
Sputnik საქართველო
ბორელის განცხადებით, მმართველი პარტიის საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს 15.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-15T15:00+0400
2024-10-15T15:00+0400
2024-10-15T15:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282041065_0:250:3072:1978_1920x0_80_0_0_c70c99f703904fd2d61e1cc80270ec3a.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, ხოლო საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით მისი განცხადება რეალობას მოწყვეტილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.ბორელმა ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს, ამიტომაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია.დეპუტატის თქმით, ბორელის განცხადება პირდაპირ შეურაცხყოფს საქართველოს შესახებ ყველა გამოქვეყნებულ ანგარიშს და კვლევას.ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს საქართველოსა და მოლდოვაში წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს. ბორელის თქმით, ორივე ქვეყანას გადამწყვეტი არჩევნები ელის უახლოეს კვირებში. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხოლო საქართველოში, მისი თქმით, სურათი უფრო დამთრგუნველია.როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, დაველოდოთ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რაც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირის წევრობის გზაზე.დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282041065_709:276:3072:2048_1920x0_80_0_0_194ebbf924aa613931b33bde534ed5ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
რეალობას მოწყვეტილია - საქართველოში ბორელის განცხადებას უპასუხეს
ბორელის განცხადებით, მმართველი პარტიის საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, ხოლო საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით მისი განცხადება რეალობას მოწყვეტილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
ბორელმა ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს, ამიტომაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია.
„როდესაც ვისმენთ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი მაღალი წარმომადგენლის ასეთ განცხადებებს, რა უნდა ვთქვა, რბილადაც არ ვიცი. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან ორმაგ და სამმაგ სტანდარტზე, ეს არის ყოველგვარ რეალობას მოკლებული ძალიან უსამართლო განცხადება“, - განაცხადა კირცხალიამ.
დეპუტატის თქმით, ბორელის განცხადება პირდაპირ შეურაცხყოფს საქართველოს შესახებ ყველა გამოქვეყნებულ ანგარიშს და კვლევას.
ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს საქართველოსა და მოლდოვაში წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს. ბორელის თქმით, ორივე ქვეყანას გადამწყვეტი არჩევნები ელის უახლოეს კვირებში. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხოლო საქართველოში, მისი თქმით, სურათი უფრო დამთრგუნველია.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, დაველოდოთ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რაც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირის წევრობის გზაზე.
დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.