რუსულ ხორბალს აქვს ალტერნატივა - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი

© photo: Sputnik / Ilya Naimushinხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2024
გამოწერა
წლებია რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძ9ირითადი იმპორტიორია.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შეუძლია ძალიან სწრაფად გადაერთოს ხორბლის ალტერნატიულ ბაზრებზე, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდებას, განაცხადა საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
წლებია რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძ9ირითადი იმპორტიორია. წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
„თუ ვინიცობაა და შეწყდა მოწოდება, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ბაზრები. ეს არის ყაზახეთი, უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნები, კერძოდ რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი. ძალიან სწრაფად შეგვიძლია ბაზრის ჩანაცვლება“, - აცხადებს სილაგავა.
სილაგავას თქმით, საქართველოში განხორციელებული ხორბლის იმპორტის 97% სწორედ რუსეთზე მოდის, რაც სხვა ბაზრებთან შედარებით მოკლე პერიოდში ტვირთის გადატანით და იაფი ტრანსპორტირების ხარჯებით აიხსნება.
„თუმცა როგორც კი იქნება ისეთი სიტუაცია, რომ რაღაც წინაპირობა შეიქმნა, რომ ვერ მოდის ხორბალი რუსეთიდან, ჩვენ უცებ ვახდენთ გადართვას საზღვაო, სარკინიგზო ალტერნატივებზე“, - განაცხადა სილაგავამ.
ექსპერტმა განმარტა, რომ მარცვლეულის შეუფერხებელი მოწოდებისა და გადამუშავებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულმა წისქვილებმა იმუშაონ.
„მათი მუშაობა უალტერნატივოა, რადგან გარკვეულწილად ჩვენ მშვიდად ვიყოთ ხორბლის, ფქვილის და პურის მიმართულებით“, - აღნიშნა მან.
მეწისქვილეთა კრიზისი
ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია მათ შორის ხორბლისაც.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში 2023 წელს საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
დარგის მხარდაჭერა
საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 მარტამდე რუსეთიდან ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი მესამედ გაახანგრძლივა. ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც დაბალი მოთხოვნის გამო მარცვლეულის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, საქართველომ 2023 წლის ზაფხულიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი შემოიღო. ის თავდაპირველად მოქმედებდა 2023 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მოქმედების ვადა ჯერ 1 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ კი 2024 წლის 1 სექტემბრამდე.
მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი რაოდენობის ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 1 კგ-ზე 0,2 ლარს შეადგენდა. 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 0,25 ლარით განისაზღვრა. გადასახადის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა ნოემბერში - 2024 წლის 1 სექტემბრამდე. 200 კგ-ზე მეტი ქერისა და ქატოს იმპორტის გადასახადი 1 კილოგრამზე 0,1 ლარს შეადგენს.
გადასახადის დაწესება მიზნად ისახავს ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობას. მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება იმ პირობით მიუღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
Пшеница, собранная на полях, архивное фото - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2024
ხორბალი
როგორც სილაგავამ ადრე განაცხადა, თუ რუსეთში გარკვეულ მომენტში გაუქმდება მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი გადასახადის მექანიზმი, მაშინ საქართველოში დამაბალანსებელი გადასახადის დაწესება აღარ იქნება საჭირო.
გარდა ამისა, სილაგავას თქმით, წელს ხორბლის რეკორდული მოსავალია, რადგან გამოწვევები ნაკლები იყო და მოსავალი ხარისხითაც და რაოდენობითაც უკეთესია.
ექსპერტების პროგნოზით, საქართველოში ხორბლის მოსავალი 2024 წელს 200 ათას ტონამდე შეადგენს, რაც 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0