ოპოზიცია საარჩევნოდ პროვოკაციებისთვის ემზადება - იონათამიშვილი

© courtesy of Rati Ionatamishaviliდეპუტატი რატი იონათამიშვილი
დეპუტატი რატი იონათამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2024
გამოწერა
სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს, რათა მათ ეს მზაკვრული გეგმები ოდნავ მაინც განახორციელონ, აღნიშნა დეპუტატმა
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინ პროვოკაციებისთვის ემზადება, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი გეგმების განხორციელება არ დაუშვას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც ხელისუფლება „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს. „ქართული ოცნების" განცხადებით, სწორედ ისინი ცდილობენ საქართველოში სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.
„ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის. ისინი არა მარტო ოცნებობენ, არამედ კონკრეტულად რაღაც მზაკვრულ გეგმებს თხზავენ კიდეც“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
თუმცა, დეპუტატის თქმით, სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს, რათა მათ ეს მზაკვრული გეგმები ოდნავ მაინც განახორციელონ.
© courtesy of Rati Ionatamishviliრატი იონათამიშვილი
Депутат Рати Ионатамишвили - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2024
რატი იონათამიშვილი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და საარჩევნოდ არ დაუშვან პროვოკაციები, რომლებისთვის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ემზადება.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0