https://sputnik-georgia.com/20241014/17--wliani-patimroba-yofili-colis-mkvlelobis-mcdelobistvis-sasamartlom-ganaceni-gamoitana-290353189.html
17 წლიანი პატიმრობა ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
17 წლიანი პატიმრობა ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა 14.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-14T16:15+0400
2024-10-14T16:15+0400
2024-10-14T16:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ძალადობა ოჯახში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მის თანამზრახველს - 16 წლით, იუწყება საქართველოს პროკურატურა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა.ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.დაკავებულებს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე წარედგინათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში , საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში , საქართველოს პროკურატურა
17 წლიანი პატიმრობა ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მის თანამზრახველს - 16 წლით, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.
დაკავებულებს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე წარედგინათ.