https://sputnik-georgia.com/20241013/saqartvelos-poloneli-rvinis-profesionalebi-estumrnen-290343747.html
საქართველოს პოლონელი ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ
საქართველოს პოლონელი ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ
Sputnik საქართველო
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს 13.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-13T20:04+0400
2024-10-13T20:04+0400
2024-10-13T20:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285157807_0:50:961:590_1920x0_80_0_0_8bdb42243fa89b9a72bb7fd55d316d2d.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია People PR-ის ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის იმპორტიორები და კომპანიის People PR წარმომადგენლები.ტურის ფარგლებში სტუმრებმა კახეთის რეგიონში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართულ ღვინოებს.სტუმრებისთვის თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. Walkaround Tasting გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა პოლონელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს.People PR-ის აღმასრულებელმა დირექტორის აზრით, ქართულ ღვინოს პოლონურ ბაზარზე რეალიზაციის ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის მოცულობა;„2024 წელი ძალიან კარგი წელია ქართული ღვინისთვის. ეს მოგზაურობა დაგვეხმარება ჩვენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის პოლონურ ბაზარზე წარმატების მიღწევის სტრატეგიის შემუშავებაში“, - განაცხადა კამილა ვარდინ-კოპერამ.პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.პოლონეთში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285157807_54:0:906:639_1920x0_80_0_0_9d8d89f28d003ae5fb0669a1d69d5538.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს პოლონელი ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია People PR-ის ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის იმპორტიორები და კომპანიის People PR წარმომადგენლები.
ტურის ფარგლებში სტუმრებმა კახეთის რეგიონში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართულ ღვინოებს.
სტუმრებისთვის თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. Walkaround Tasting გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა პოლონელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს.
„ჩვენ ჩამოვიყვანეთ მაღალი დონის იმპორტიორების ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ღვინით. ისინი უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ, სწავლობენ ქართული ღვინის პოტენციალს პოლონეთისთვის, რომელიც საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ბაზარს”, - აღნიშნა People PR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილა ვარდინ-კოპერამ.
People PR-ის აღმასრულებელმა დირექტორის აზრით, ქართულ ღვინოს პოლონურ ბაზარზე რეალიზაციის ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის მოცულობა;
„2024 წელი ძალიან კარგი წელია ქართული ღვინისთვის. ეს მოგზაურობა დაგვეხმარება ჩვენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის პოლონურ ბაზარზე წარმატების მიღწევის სტრატეგიის შემუშავებაში“, - განაცხადა კამილა ვარდინ-კოპერამ.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
პოლონეთში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.