https://sputnik-georgia.com/20241013/rugby-europe-savi-lomi-supertasis-gamarjvebulia-290341783.html
Rugby Europe: „შავი ლომი“ სუპერთასის გამარჯვებულია
Rugby Europe: „შავი ლომი“ სუპერთასის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
„შავ ლომს“ დეკემბრამდე შესვენება ექნება, დეკემბერში კი „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში ჩაერთვება. 13.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-13T13:16+0400
2024-10-13T13:16+0400
2024-10-13T13:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0d/290340637_0:189:1154:838_1920x0_80_0_0_83eb464a4abb3f79c8c3368ca9dc5c70.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. „შავმა ლომმა“ „ავჭალის“ სტადიონზე Rugby Europe-ს სუპერთასზე პორტუგალიური „ლუზიტანუში“ 36:0 დაამარცხა და ტურნირის თასი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.ევროპის სუპერთასი - ახალი ტურნირია, რომელიც Rugby Europe-ს ორგანიზებით 2021-2022 სეზონიდან იმართება. შეჯიბრებაში ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად - დაყოფილი რვა გუნდი მონაწილეობს.ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა. სამივე სეზონის ევროპის სუპერთასის გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომია“.ქართველმა მორაგბეებმა თამაში თვიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – ლუკა მატკავამ, გიორგი სინაურიძემ და თენგიზ პერანიძემ სამი ლელო დადეს, რასაც ერთი საჯარიმო ლელოც დაემატა და ტაიმი „შავმა ლომმა“ ანგარიშით 24:0 მოიგო.ქართველებს უპირატესობა არც მეორე ტაიმში დაუთმიათ, თენგიზ პერანიძემ დუბლი შეასრულა, ერთი ლელო ამირან შვანგირაძემ დადო, საბოლოოდ „შავმა ლომმა“ მეტოქე „მშრალი“ ანგარიშით დაამარცხა.ახლა „შავი ლომი“ დეკემბრამდე შეისვენებს, დეკემბერში კი ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება.„შავი ლომის“ მატჩების განრიგი ჩელენჯ თასზე:ეს დახურული ტურნირია. ჯგუფურ ეტაპში ავტომატურად გადის ის 18 კლუბი, რომლებიც ინგლისის, საფრანგეთისა და PRO-14 ჩემპიონატების სატურნირო ცხრილებში ბოლო ადგილებს იკავებს. დანარჩენ ორ პოზიციას იკავებენ სხვა ქვეყნების გუნდები, რომლებიც ორგანიზატორებისგან მოწვევებს მიიღებენ.2023 წელს ორგანიზატორების მოწვევა „შავმა ლომმა“ მიიღო.საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში მოხვდა ისეთ კლუბებთან, როგორებიცაა „გლოსტერი“ (ინგლისი), „კლერმონი“ (საფრანგეთი), „კასტრი“ (საფრანგეთი), „ედინბურგი“ (შოტლანდია) და „სკარლეტსი“ (უელსი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0d/290340637_0:80:1154:946_1920x0_80_0_0_03f5e5384c4fa19e5ee9b3159d767ba7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
Rugby Europe: „შავი ლომი“ სუპერთასის გამარჯვებულია
„შავ ლომს“ დეკემბრამდე შესვენება ექნება, დეკემბერში კი „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში ჩაერთვება.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. „შავმა ლომმა“ „ავჭალის“ სტადიონზე Rugby Europe-ს სუპერთასზე პორტუგალიური „ლუზიტანუში“ 36:0 დაამარცხა და ტურნირის თასი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.
ევროპის სუპერთასი - ახალი ტურნირია, რომელიც Rugby Europe-ს ორგანიზებით 2021-2022 სეზონიდან იმართება. შეჯიბრებაში ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად - დაყოფილი რვა გუნდი მონაწილეობს.
ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა. სამივე სეზონის ევროპის სუპერთასის გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომია“.
ქართველმა მორაგბეებმა თამაში თვიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – ლუკა მატკავამ, გიორგი სინაურიძემ და თენგიზ პერანიძემ სამი ლელო დადეს, რასაც ერთი საჯარიმო ლელოც დაემატა და ტაიმი „შავმა ლომმა“ ანგარიშით 24:0 მოიგო.
ქართველებს უპირატესობა არც მეორე ტაიმში დაუთმიათ, თენგიზ პერანიძემ დუბლი შეასრულა, ერთი ლელო ამირან შვანგირაძემ დადო, საბოლოოდ „შავმა ლომმა“ მეტოქე „მშრალი“ ანგარიშით დაამარცხა.
ახლა „შავი ლომი“ დეკემბრამდე შეისვენებს, დეკემბერში კი ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება.
„შავი ლომის“ მატჩების განრიგი ჩელენჯ თასზე:
7 დეკემბერი, თბილისი, „შავი ლომი“ – „ვანი“
15 დეკემბერი, ლანელი, „სკარლეტსი“ – „შავი ლომი“
11 იანვარი, თბილისი, „შავი ლომი“ – „ბეიონი“
19 იანვარი, ედინბურგი, „ედინბურგი“ – „შავი ლომი“
ეს დახურული ტურნირია. ჯგუფურ ეტაპში ავტომატურად გადის ის 18 კლუბი, რომლებიც ინგლისის, საფრანგეთისა და PRO-14 ჩემპიონატების სატურნირო ცხრილებში ბოლო ადგილებს იკავებს. დანარჩენ ორ პოზიციას იკავებენ სხვა ქვეყნების გუნდები, რომლებიც ორგანიზატორებისგან მოწვევებს მიიღებენ.
2023 წელს ორგანიზატორების მოწვევა „შავმა ლომმა“ მიიღო.
საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში მოხვდა ისეთ კლუბებთან, როგორებიცაა „გლოსტერი“ (ინგლისი), „კლერმონი“ (საფრანგეთი), „კასტრი“ (საფრანგეთი), „ედინბურგი“ (შოტლანდია) და „სკარლეტსი“ (უელსი).