https://sputnik-georgia.com/20241013/--victorias-secret-matilda-gvarliani-290345866.html
მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას
მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა. 13.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-13T19:25+0400
2024-10-13T19:25+0400
2024-10-13T19:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279042862_0:118:1133:755_1920x0_80_0_0_50b1b6acdae903446005fe8bc6a20fd0.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მონაწილეობას მიიღებს Victoria's Secret-ის მოდების ჩვენებაში, რომელიც 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიმართება, დაწერა მოდელმა სოციალურ ქსელში.მატილდა გახდება პირველი ქართველი, რომელიც Victoria's Secret-ის პოდიუმზე გამოვა. ეს დეფილე ბრენდისთვის 2018 წლის შემდეგ პირველი იქნება.როგორც ორგანიზატორებმა დაწერეს, ჩვენებაში მონაწილეობას ლეგენდარული მომღერალი შერიც მიიღებს.Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუ 1995 წლიდან 2018 წლამდე იმართებოდა. 2023 წელს ღონისძიებამ ახალი აზრი შეიძინა და პოდიუმზე მოიწვიეს არამხოლოდ პროფესიონალი მოდელები, არამედ ბრენდის ამბასოდერებიც.გარდა ამისა, აპრილში მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.გოგონას კარიერა დღითი-დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279042862_0:12:1133:862_1920x0_80_0_0_5611d65630d92ac1d8fabdc78aa53606.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას
მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მონაწილეობას მიიღებს Victoria's Secret-ის მოდების ჩვენებაში, რომელიც 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიმართება, დაწერა მოდელმა სოციალურ ქსელში.
მატილდა გახდება პირველი ქართველი, რომელიც Victoria's Secret-ის პოდიუმზე გამოვა. ეს დეფილე ბრენდისთვის 2018 წლის შემდეგ პირველი იქნება.
როგორც ორგანიზატორებმა დაწერეს, ჩვენებაში მონაწილეობას ლეგენდარული მომღერალი შერიც მიიღებს.
Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუ 1995 წლიდან 2018 წლამდე იმართებოდა. 2023 წელს ღონისძიებამ ახალი აზრი შეიძინა და პოდიუმზე მოიწვიეს არამხოლოდ პროფესიონალი მოდელები, არამედ ბრენდის ამბასოდერებიც.
გარდა ამისა, აპრილში მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი-დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.