https://sputnik-georgia.com/20241012/saqartvelos-prezidents-impicmentis-wesit-mouwevs-wasvla-premieri-290339174.html
საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით მოუწევს წასვლა - პრემიერი
საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით მოუწევს წასვლა - პრემიერი
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე კიდევ რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა 12.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-12T21:13+0400
2024-10-12T21:13+0400
2024-10-12T21:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/01/288215694_0:0:2576:1449_1920x0_80_0_0_8d647d33b4af6d998e409fbe2ae4df5d.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წავა იმპიჩმენტის წესით ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ.მმართველი პარტია ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განაახლებს - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს ქმედებები არაკონსტიტუციურად ცნო, განაცხადა 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი ძალა ირწმუნება, რომ მისი მხარდაჭერა არჩევნებზე 60%-მდე იქნება და საქართველოს პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს.მთავრობის მეთაურის თქმით, იმპიჩმენტის წესით წასვლა სიმბოლური იქნება.„იმპიჩმენტს აქვს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილს ერთ თვეში ვადა მაინც გაუვა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა, კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, რასაც უზრუნველყოფს ქართველი ხალხი, რომელიც შესაბამის მანდატს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა კობახიძემ.მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, განაცხადა ადრე პაპუაშვილმა. სპიკერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა, მათ შორის გასულ კვირას - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/01/288215694_334:224:1933:1423_1920x0_80_0_0_ba507efcd98d13eb75c16558310b3346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით მოუწევს წასვლა - პრემიერი
ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე კიდევ რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წავა იმპიჩმენტის წესით ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტია ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განაახლებს - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს ქმედებები არაკონსტიტუციურად ცნო, განაცხადა 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ უკვე ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში, იმისდა მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, მეორე დღესვე სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე. მას მოუწევს იმპიჩმენტის წესით დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი ძალა ირწმუნება, რომ მისი მხარდაჭერა არჩევნებზე 60%-მდე იქნება და საქართველოს პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმპიჩმენტის წესით წასვლა სიმბოლური იქნება.
„იმპიჩმენტს აქვს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილს ერთ თვეში ვადა მაინც გაუვა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა, კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, რასაც უზრუნველყოფს ქართველი ხალხი, რომელიც შესაბამის მანდატს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.
საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, განაცხადა ადრე პაპუაშვილმა. სპიკერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.
წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.
ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა, მათ შორის გასულ კვირას - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.