https://sputnik-georgia.com/20241012/saqartvelo-ukrainastan-damarcxda-290323994.html
ერთა ლიგა: საქართველო უკრაინასთან დამარცხდა
ერთა ლიგა: საქართველო უკრაინასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე ალბანეთს დაუპირისპირდება 12.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-12T00:50+0400
2024-10-12T00:50+0400
2024-10-13T22:16+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289794963_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_59e374603a0e86428367320f59223c42.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართა.მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.მატჩის 89-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა, ზურიკო დავითაშვილის გოლი არ ჩაითვალა, რადგანაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშგარე მდგომარეობაში იყო.საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ჩეხეთია 6 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებს ალბანეთი და უკრაინა ინაწილებენ, რომელთაც თითო-თითო გამარჯვება აქვთ.საქართველომ და უკრაინამ ჯამში ათი შეხვედრა ჩაატარეს. უკრაინელებმა შვიდი მატჩი მოიგეს, სამი კი ფრე ანგარიშით დასრულდა. პირველი მატჩი ჯერ კიდევ 1998 წლის აგვისტოში გაიმართა და უკრაინელების სასარგებლოდ, ანგარიშით 4:0 დასრულდა.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289794963_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_fa4e10a8dd5a3bc8bccb0098f3678ddb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
ერთა ლიგა: საქართველო უკრაინასთან დამარცხდა
00:50 12.10.2024 (განახლებულია: 22:16 13.10.2024) 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე ალბანეთს დაუპირისპირდება
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართა.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.
მატჩის 89-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა, ზურიკო დავითაშვილის გოლი არ ჩაითვალა, რადგანაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ჩეხეთია 6 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებს ალბანეთი და უკრაინა ინაწილებენ, რომელთაც თითო-თითო გამარჯვება აქვთ.
საქართველომ და უკრაინამ ჯამში ათი შეხვედრა ჩაატარეს. უკრაინელებმა შვიდი მატჩი მოიგეს, სამი კი ფრე ანგარიშით დასრულდა. პირველი მატჩი ჯერ კიდევ 1998 წლის აგვისტოში გაიმართა და უკრაინელების სასარგებლოდ, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.