https://sputnik-georgia.com/20241012/opoziciis-ganwyobis-miuxedavad-sacvenebeli-arcevnebi-gveqneba-premieri-290336545.html
ოპოზიციის განწყობის მიუხედავად, საჩვენებელი არჩევნები გვექნება - პრემიერი
ოპოზიციის განწყობის მიუხედავად, საჩვენებელი არჩევნები გვექნება - პრემიერი
Sputnik საქართველო
კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამ დროისთვის დაახლოებით 60%-ს შეადგენს 12.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-12T17:58+0400
2024-10-12T17:58+0400
2024-10-12T17:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_fd3a088aa81883958374a09e12bfd8fe.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნები იქნება თავისუფალი და კონკურენტული და დასრულდება მმართველი ძალის „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, მაგრამ ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.მისი თქმით, ოპოზიციაში იციან პარტიების რეიტინგები და პროვოკაციებისთვის ემზადებიან.„რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან კარგად იციან რეალური პარტიული რეიტინგები. ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული. ამ ფონზე, მათ პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს“, - განაცხადა კობახიძემ.მმართველ პარტიაში „კოლექტიურ აგენტურად", „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის რეიტინგი 20 პროცენტს არ აღემატება.მან მოუწოდა პოლიციას, არჩევნების წინ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.„მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ“, - აღნიშნა კობახიძემ.საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მშვიდი ვითარება შენარჩუნდეს.„ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს“, - განაცხადა კობახიძემ.მან მოუწოდა ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_111:0:1890:1334_1920x0_80_0_0_8cc8f7c903b9a7fdfc608199b418da4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ოპოზიციის განწყობის მიუხედავად, საჩვენებელი არჩევნები გვექნება - პრემიერი
კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამ დროისთვის დაახლოებით 60%-ს შეადგენს
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნები იქნება თავისუფალი და კონკურენტული და დასრულდება მმართველი ძალის „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, მაგრამ ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
„რაც შეეხება თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადგინდა ვერავითარი არსებითი ხარვეზი, შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის. ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი, მეცხრე მარცხისთვის - 26 ოქტომბერს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციაში იციან პარტიების რეიტინგები და პროვოკაციებისთვის ემზადებიან.
„რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან კარგად იციან რეალური პარტიული რეიტინგები. ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული. ამ ფონზე, მათ პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში „კოლექტიურ აგენტურად", „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის რეიტინგი 20 პროცენტს არ აღემატება.
„საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ რადიკალური ოპოზიცია, მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც გადალახავს ბარიერს, ჯამში მიიღებს დაახლოებით 20%. ეს არის მათი უსუსურობის, წარსული დანაშაულის და დღევანდელი სახის შედეგი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მოუწოდა პოლიციას, არჩევნების წინ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.
„მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მშვიდი ვითარება შენარჩუნდეს.
„ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან მოუწოდა ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან.
„ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.