https://sputnik-georgia.com/20241011/targamadzis-mkvlelobis-mcdelobis-saqmeshi-saakashvilis-saxeli-gajgerda-290321739.html
თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეში სააკაშვილის სახელი გაჟღერდა
თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეში სააკაშვილის სახელი გაჟღერდა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატ გივი თარგამაძეზე თავდასხმა 2016 წელს მოხდა 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T17:00+0400
2024-10-11T17:00+0400
2024-10-11T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/97/233389717_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_c774721ff75f4ca8fef6276510a6d055.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ექს-დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულმა დავით (დარჩო) ხეჩუაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ მას თარგამაძის თვალთვალი და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება უკრაინაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ჰქონდა დავალებული, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო რამდენიმე გამვლელი სერიოზულად დაშავდა.როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. მსჯავრდებულის თქმით, რომელიც სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დააკავეს, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჭიჭიაშვილის ჩვენების თანახმად, ჭიჭიაშვილმა მას უამბო, რომ სააკაშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრ გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.თავის მხრივ ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს. თარგამაძის თვალთვალის დროს ავტომობილს, ძირითადად, ხეჩუაშვილი მართავდა.მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ, 2016 წლის 4 ოქტომბერს მან ჭიჭიაშვილს ტელეფონით აცნობა, რომ თარგამაძე ორბელიანის მოედანზე (კოლმეურნეობის მოედანი) მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა.მომხდარის შესახებ ხეჩუაშვილმა ჭიჭიაშვილს შეატყობინა, რის შემდეგაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, მან საქართველოს ტერიტორია დატოვა - იგი სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.ხეჩუაშვილზე ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. 2017 წელს იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეიყვანეს.თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის თებერვალში ხეჩუაშვილი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ჩადენისთვის და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.ხეჩუაშვილი 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, როცა ე.წ. „მწვანე ზონის"გავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი. 8 წლის მანძილზე ძებნილი პირი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო-სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.საქმის დეტალებისასამართლოზე წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ხეჩუაშვილმა, რომელმაც თარგამაძის მკვლელობა თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა, დეპუტატის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.4 ოქტომბრის საღამოს თარგამაძე თბილისის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. მას შემდეგ, რაც ხეჩუაშვილი დარწმუნდა, რომ მანქანაში თარგამაძისა და მისი მძღოლის გარდა სხვა არავინ იყო, დაელოდა ვიდრე ავტომობილი ორბელიანის მოედნის მიმართულებით დაიძვრებოდა და ვეკუას ქუჩას მიუახლოვდებოდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა.პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეჩუაშვილმა საქართველო დატოვა.თარგამაძეზე თავდასხმის საქმეში კიდევ ერთი პირი — ბორის ჩაგუნავა ფიგურირებს, პოლიციამ მომხდარიდან სამი დღის შემდეგ, იგი იარაღისა და ასაფეთქებლის უკანონო შენახვისთვის დააკავა. 2017 წლის თებერვალში ჩაგუნავას პირობითი სასჯელი შეეფარდა 4 წლის ვადით და გათავისუფლდა საპატიმროდან.იმ პერიოდში თარგამაძე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. არჩევნების შემდეგ კი მან და პარტიის სხვა ლიდერებმა „ნაცმოძრაობა" დატოვეს და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ჩამოაყალიბეს.თარგამაძემ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარი გამოძიება დაიწყო. იგი ამტკიცებდა, რომ გახდა რუსული სპეცსამსახურების სამიზნე, რადგან ეჭვმიტანილი იყო რუსეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. ერთ-ერთ ინტერვიუში თარგამაძემ განაცხადა, რომ ხეჩუაშვილი, შესაძლოა, ცოცხალიც აღარ არის.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/97/233389717_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d8d4dbd7c3f5cd7caf9fb35e94bf22e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეში სააკაშვილის სახელი გაჟღერდა
საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატ გივი თარგამაძეზე თავდასხმა 2016 წელს მოხდა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ექს-დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულმა დავით (დარჩო) ხეჩუაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ მას თარგამაძის თვალთვალი და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება უკრაინაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ჰქონდა დავალებული, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო რამდენიმე გამვლელი სერიოზულად დაშავდა.
როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე.
მსჯავრდებულის თქმით, რომელიც სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დააკავეს, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.
შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ჭიჭიაშვილის ჩვენების თანახმად, ჭიჭიაშვილმა მას უამბო, რომ სააკაშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრ გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.
თავის მხრივ ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.
ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს.
თარგამაძის თვალთვალის დროს ავტომობილს, ძირითადად, ხეჩუაშვილი მართავდა.
მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ, 2016 წლის 4 ოქტომბერს მან ჭიჭიაშვილს ტელეფონით აცნობა, რომ თარგამაძე ორბელიანის მოედანზე (კოლმეურნეობის მოედანი) მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა.
მომხდარის შესახებ ხეჩუაშვილმა ჭიჭიაშვილს შეატყობინა, რის შემდეგაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, მან საქართველოს ტერიტორია დატოვა - იგი სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ხეჩუაშვილზე ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. 2017 წელს იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის თებერვალში ხეჩუაშვილი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ჩადენისთვის და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ხეჩუაშვილი 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, როცა ე.წ. „მწვანე ზონის"გავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი. 8 წლის მანძილზე ძებნილი პირი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო-სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
სასამართლოზე წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ხეჩუაშვილმა, რომელმაც თარგამაძის მკვლელობა თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა, დეპუტატის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
4 ოქტომბრის საღამოს თარგამაძე თბილისის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. მას შემდეგ, რაც ხეჩუაშვილი დარწმუნდა, რომ მანქანაში თარგამაძისა და მისი მძღოლის გარდა სხვა არავინ იყო, დაელოდა ვიდრე ავტომობილი ორბელიანის მოედნის მიმართულებით დაიძვრებოდა და ვეკუას ქუჩას მიუახლოვდებოდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა.
პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეჩუაშვილმა საქართველო დატოვა.
თარგამაძეზე თავდასხმის საქმეში კიდევ ერთი პირი — ბორის ჩაგუნავა ფიგურირებს, პოლიციამ მომხდარიდან სამი დღის შემდეგ, იგი იარაღისა და ასაფეთქებლის უკანონო შენახვისთვის დააკავა. 2017 წლის თებერვალში ჩაგუნავას პირობითი სასჯელი შეეფარდა 4 წლის ვადით და გათავისუფლდა საპატიმროდან.
იმ პერიოდში თარგამაძე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. არჩევნების შემდეგ კი მან და პარტიის სხვა ლიდერებმა „ნაცმოძრაობა" დატოვეს და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ჩამოაყალიბეს.
თარგამაძემ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარი გამოძიება დაიწყო. იგი ამტკიცებდა, რომ გახდა რუსული სპეცსამსახურების სამიზნე, რადგან ეჭვმიტანილი იყო რუსეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. ერთ-ერთ ინტერვიუში თარგამაძემ განაცხადა, რომ ხეჩუაშვილი, შესაძლოა, ცოცხალიც აღარ არის.