https://sputnik-georgia.com/20241011/sazogadiebrivi-transporti-gvianobamde-imushavebs-290314146.html
უკრაინა-საქართველოს მატჩის გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს
უკრაინა-საქართველოს მატჩის გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს
Sputnik საქართველო
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გამართავს 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T11:49+0400
2024-10-11T11:49+0400
2024-10-11T11:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23852/90/238529057_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_f9483ffb74f0b5d67ade14dc6fe01751.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს ავტობუსები: N301, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 გახანგრძლივებული დროით, კერძოდ, 12 ოქტომბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.გარდა ამისა, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობაც შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 10 ოქტომბრის 15:00-დან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით, N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23852/90/238529057_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_9f41ebdc2f6c2a1853422e7dac51ed7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
უკრაინა-საქართველოს მატჩის გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გამართავს
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს ავტობუსები: N301, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 გახანგრძლივებული დროით, კერძოდ, 12 ოქტომბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.
გარდა ამისა, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობაც შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 10 ოქტომბრის 15:00-დან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით, N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.