https://sputnik-georgia.com/20241011/saqartvelo-ukrainis-matchi-poznanshi-gaimarteba-290313028.html
საქართველო-უკრაინა: მატჩი პოზნანში გაიმართება
საქართველო-უკრაინა: მატჩი პოზნანში გაიმართება
Sputnik საქართველო
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T11:00+0400
2024-10-11T11:00+0400
2024-10-11T11:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289794963_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_59e374603a0e86428367320f59223c42.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება.შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში, დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.საქართველო-უკრაინის მატჩთან დაკავშირებით ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა. საქართველოს ნაკრების ქომაგებს თბილისის ავტობუსების ნაწილი და მეტრო 02:00 საათამდე მოემსახურება.საქართველომ და უკრაინამ ჯამში ცხრა შეხვედრა ჩაატარეს. უკრაინელებმა ექვსი მატჩი მოიგეს, სამი კი ფრე ანგარიშით დასრულდა. პირველი მატჩი ჯერ კიდევ 1998 წლის აგვისტოში გაიმართა და უკრაინელების სასარგებლოდ, ანგარიშით 4:0 დასრულდა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებში უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო თბილისი“), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).უკრაინის ნაკრები კი საქართველოსთან მატჩს საკადრო დანაკარგებით ჩაატარებს. გუნდს ერთდროულად 9 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება, მათ შორის იარმოლენკო, ციგანკოვი, ლუნინი, ზინჩენკო და მალინოვსკი.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289794963_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_fa4e10a8dd5a3bc8bccb0098f3678ddb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო-უკრაინა: მატჩი პოზნანში გაიმართება
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება.
შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში, დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველო-უკრაინის მატჩთან დაკავშირებით ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა. საქართველოს ნაკრების ქომაგებს თბილისის ავტობუსების ნაწილი და მეტრო 02:00 საათამდე მოემსახურება.
საქართველომ და უკრაინამ ჯამში ცხრა შეხვედრა ჩაატარეს. უკრაინელებმა ექვსი მატჩი მოიგეს, სამი კი ფრე ანგარიშით დასრულდა. პირველი მატჩი ჯერ კიდევ 1998 წლის აგვისტოში გაიმართა და უკრაინელების სასარგებლოდ, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებში უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო თბილისი“), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).
უკრაინის ნაკრები კი საქართველოსთან მატჩს საკადრო დანაკარგებით ჩაატარებს. გუნდს ერთდროულად 9 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება, მათ შორის იარმოლენკო, ციგანკოვი, ლუნინი, ზინჩენკო და მალინოვსკი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.