https://sputnik-georgia.com/20241011/sabavshvo-evrovizia-simgeris-premiera-13-oqtombers-gaimarteba-290299958.html
რა ნომრით გამოვა საქართველო „საბავშვო ევროვიზია-2024"-ზე
რა ნომრით გამოვა საქართველო „საბავშვო ევროვიზია-2024"-ზე
Sputnik საქართველო
წელს კონკურსი 16 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება. 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T13:49+0400
2024-10-11T13:49+0400
2024-10-11T13:49+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0b/287857023_0:241:1334:991_1920x0_80_0_0_e00266153fe7bb0b89f1421efa7262ca.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2024“ საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე მეცხრე ნომრით წარდგება.საქართველოს წარმომადგენელი შეასრულებს კომპოზიციას To My Mom, სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.„საბავშვო ევროვიზია 2024“ 16 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 17 ქვეყანა მიიღებს.Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის. 2021 წლის შემდეგ წლევანდელ „საბავშო ევროვიზიაზე" ყველაზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.ზედიზედ მეშვიდე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. წლევანდელი „რანინას“ გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა.11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი. იგი ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით.გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0b/287857023_0:116:1334:1117_1920x0_80_0_0_31664716afb4a141aa97361940341d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ნომრით გამოვა საქართველო „საბავშვო ევროვიზია-2024"-ზე
წელს კონკურსი 16 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2024“ საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე მეცხრე ნომრით წარდგება.
საქართველოს წარმომადგენელი შეასრულებს კომპოზიციას To My Mom, სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
საკონკურსო სიმღერის – To My Mom ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი მაკა დავითაიას ეკუთვნის. სიმღერაზე ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო. კოსტიუმზე – იზა ნადარეიშვილმა იმუშავა.
„საბავშვო ევროვიზია 2024“ 16 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 17 ქვეყანა მიიღებს.
Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის. 2021 წლის შემდეგ წლევანდელ „საბავშო ევროვიზიაზე" ყველაზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.
ზედიზედ მეშვიდე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. წლევანდელი „რანინას“ გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა.
11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი. იგი ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.